თავისუფალი სტილის ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ექვსი მედლით გახსნეს
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან მოჭიდავეთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის დასრულების შემდეგ ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ და 11 ოქტომბერს პირველი მედლებიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა დღე ექვსი მედლით ჩაამთავრა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ვალერი კუპატაძე. იმავე წონაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ბონდო სარდანაშვილი. ასევე მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ალუდა სილაგაძემ (62 კგ), ვახტანგ ნარიაშვილმა (78 კგ), მალხაზ როზომაშვილმა და მალხაზ ჯორბენაძემ (ორივე 88 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს სახელით კი მსოფლიოს კონკურენციაში კიდევ თოთხმეტი ვეტერანი მოჭიდავე ჩაებმება, მათ შორის მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე.