აშშ-ის ყოფილ ელჩი კიევში აშშ-ის კონგრესის დახურულ მოსმენებზე წარდგა
აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იოვანოვიჩი 11 ოქტომბრებს წარდგა დახურულ მოსმენებზე კონგრესში. მოსმენის ორგანიზატორები არიან საგარეო საქმეთა და დაზვერვის და მეთვალყურეობის კომიტეტები.
იოვანოვიჩი ჩვენებას კონგრესში აძლევს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის ჩარჩოებში. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ მისი ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლები არ უნდა თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, რომელიც ტარდება დემოკრატიული პარტიის მიერ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.
იოვანოვიჩი ამის მიუხედავად მივიდა კონგრესში. უფრო ადრე, ოქტომბრის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის მოსმენებში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა საგანგებო წარმომადგენლმა კურტ ვოლკერმა. იოვანოვიჩი, ვეტერანი დიპლომატი, მოულოდნელად მოხსნეს თანამდებობიდან მაისში, ორი თვით ორი თვით ადრე, სანამ ვადა გაუვიდოდა, გავრცელებული ცნობებით იმის აგმო, რომ უთანხმოება ჰქონდა ტრამპის პირად იურისტ, რუდი ჯულიანისთან, რომელიც უკრაინის საქმეებში იყო ჩარეული.