მუსიკოსი მიხაილო თოდუა ე.წ. სამაჯურით გაათავისუფლეს
მუსიკოს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.
პრესსამსახურის ცნობით, საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა მიხეილ თოდუას მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა.
მიხეილ თოდუა 2013 წელს დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს 12 გრ. მდმას ფლობისთვის.