Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

ყოფილი მეუღლე 30 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს

0
ყოფილი მეუღლე 30 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და ის

მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიების თანახმად:

"ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"

"ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა";

"პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა".

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 11 ოქტომბერს, დღის 12 საათის შემდეგ, ირაკლი დეკანოიძე მივიდა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ნათია გოგალაძეს თამარ მეფის ქუჩაზე ჰქონდა გახსნილი. იმ დროს ქალი სამსახურში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა და შემდეგ - ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლა.

ნათია გოგალაძე გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასურსათო მაღაზიისკენ გაიქცა, მაგრამ კიბეებთან მას ყოფილი ქმარი დაეწია და თავში მრავალგზის ჩაარტყა იარაღის კონდახი. ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისას უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ის მალევე გარდაიცვალა ხაშურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. 

ნათია გოგალაძეს მეოთხე კლასელი ვაჟი და მეექვსე კლასელი გოგო ჰყავს. შემთხვევის დროს ბავშვები სკოლაში იყვნენ. 

რადიო თავისუფლებას წყაროები უდასტურებენ, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურად ჯერ ისევ არ იყვნენ განქორწინებული. 11 ოქტომბერს, 16 საათზე, გოგალაძისა და დეკანოიძის განქორწინების ბოლო სასამართლო სხდომა იყო დანიშნული. განქორწინების პროცედურები ნათია გოგალაძემ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. 

შს სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს „ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების“ მიხედვით.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Барыкин

Александр Барыкин — Аэропорт (1986)




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Московские школьники завоевали медали на Азиатской физической олимпиаде

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов


Александр Зверев

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Элитная «вторичка» за год подорожала на 19%



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России