Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

თავდაცვის მინისტრი: ამერიკას არ მიუტოვებია მოკავშირე ქურთები სირიაში

0
თავდაცვის მინისტრი: ამერიკას არ მიუტოვებია მოკავშირე ქურთები სირიაში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი აცხადებს, რომ ამერიკას უარი არ უთქვამს სირიის დემოკრატიული ძალების დახმარებაზე და აგრძელებს თანამშრომლობას სირიის ჩრდილოეთით მოქმედ ქურთების სამხედრო შენაერთებთან.

„ჩვენ არ მიგვიტოვებია ქურთები. არავის აუნთია მწვანე შუქი თურქეთის ამ ოპერაციისთვის“, - განაცხადა მარკ ესპერმა პარასკევს, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბოლო დღეებში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მისი მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო, რომ თურქეთთან მოსაზღვრე ტერიტორიიდან გაეყვანა 50 ამერიკელი სამხედრო. ამერიკელი ჯარისკაცები ქურთების მიერ კონტროლირებად ამ ტერიტორიაზე ქურთებთან ერთად პატრულირებდნენ.

დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯებ ტაიპ ერდოანთან. გადაწყვეტილების მიღებიდან სამ დღეში, თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია აშშ-ის მოკავშირე ქურთების მიერ დაკავებულ სირიის ტერიტორიაზე.

სამხედრო ოპერაციის მიზნად სახელდება ე.წ. უსაფრთხოების სარტყელის შექმნა თურქეთის საზღვრის გასწვრივ. დონალდ ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკამ მიატოვა თავისი მოკავშირეები და უხმოდ დაუჭირა მხარი თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ და უკიდურესად გაწბილებული ვართ თურქეთის გადაწყვეტილებით - შეჭრილიყო ჩრდილოეთ სირიაში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჩვენს პარტნიორებს და გამოიწვევს რეგიონის შემდგომ დესტაბილიზაციას“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

თურქეთის მიმართ საერთაშორისო მოწოდებების ფონზე, შეწყვიტოს ოთხი დღის წინ დაწყებული ოპერაცია, მარკ ესპერმა მანამდე განაცხადა, რომ ის და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები „აფრთხილებენ მათ, შეაჩერონ ეს შეჭრა“ და დასძინა, რომ ნატოს არაერთმა წევრმა ქვეყანამ იგივე გააკეთა.

თავდაცვის მინისტრმა11 ოქტომბერს მოუწოდა თურქ კოლეგას, ჰუულუსი აქარს, რომ ანკარა სულ უფრო ღრმად შედის სირიის ტერიტორიაზე და ეს სამხედრო ოპერაცია საფრთხეს უქმნიდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წინსვლას.

შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის პირველმა პირმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ამერიკული სპეცდანაყოფები რჩებიან სირიაში, თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე და ამის შესახებ იციან თურქმა სამხედროებმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პრესკონფერენციის შემდეგ, პენტაგონმა გაავრცელა ცნობა, რომ შეტევა განხორციელდა ამერიკელი სამხედროების მისამართით. თურქეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს შეცდომით მოხდა.

გაეროს 11 ოქტომბრის ცნობით, თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის შედეგად - 100 ათასი ადამიანი იქცა დევნილად და 400 ათასს გადაეკეტა სასმელი წყალი ქალაქ ჰასაქეში და მის გარშემო.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

БГАТОиБ

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России

4 спортивных фестиваля Москвы, которые нельзя пропустить этим летом


WTA

Касаткина опустилась в рейтинге WTA, Андреева впервые вошла в топ-25



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В суде Челябинска начался процесс по делу смолинского маньяка



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России