ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი’’ მეორედ ტარდება. ფესტივალი დღეს გაიხსნა და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. „პურის ფესტივალი“ გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო პურის ცხობის ძველი ტრადიციები. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების […]