პუტინი ვიზიტებს მართავს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 14 ოქტომბერს საუდის არაბეთში ჩავიდა, სპარსეთის ყურეში მზარდი დაძაბულობის ფონზე. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინი ამ ვიზიტისას სანავთობო ხელშეკრულებებს გააფორმებს.
პუტინის ვიზიტი, რომლის დროსაც, გავრცელებული მოლოდინით, ის რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მიზიდვასაც შეეცდება, ემთხვევა პერიოდს, როცა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, მოსკოვმა ვერ შეძლო მიეღწია დასახული მიზნისთვის და 3 პროცენტით გაეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი.
რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს 24 ქვეყნისგან შემდგარ გაერთიანებასთან, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასთან (OPEC), რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში, რათა მიწოდების შეზღუდვით გაიზარდოს ნავთობის ფასები, 2014 წელს მათი გლობალურად დაცემის შემდეგ.
15 ოქტომბერს პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.