Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

სახელმწიფო ინსპექტორი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშულის გამოძიებას იწყებს

0
სახელმწიფო ინსპექტორი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშულის გამოძიებას  იწყებს

1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი საგამოძიებო მექანიზმს აამოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  უწყება დაიწყებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას. 

პირველ ეტაპზე სამსახურში კონკურსი 19  გამომძიებლის ვაკანსიაზე გამოცხადდა, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მექანიზმში 30 გამომძიებლისა და 2 ექსპერტ-კრიმინალისტის დასაქმება იგეგმება. მათგან ნაწილი თბილისის საგამოძიებო დანაყოფში დასაქმდება, ნაწილი ქუთაისის საგამოძიებო დანაყოფში. 

რომელი  იქნება პირველი საქმე? 

რა ტიპის დანაშაულზე დაიწყება გამოძიება 

ვის აქვს შეტყობინების უფლება?  

ვინ წაიღებს საქმეს სასამართლოში? 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნონა მჭედლიშვილის ამ და სხვა კითხვებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პასუხობს: 

ნონა მჭედლიშვილი: რომელი იქნება პირველი საქმე? იცით უკვე რომელი  საქმის გამოძიებას დაიწყებენ სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლები?

ლონდა თოლორაია: ჯერჯერობით არა იმიტომ, რომ ჩვენი უფლებამოსილება გავრცელდება 1 ნოემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. 1 ნოემბერს ველოდებით პირველ შეტყობინებას. უფრო სწორად შეიძლება ეს არ იყოს 1 ნოემბერს, იყოს 2 ნოემბერს, 3 ნოემბერს.

ნონა მჭედლიშვილი: კონკრეტულად რა ტიპის სამოხელეო დანაშაულს გამოიძიებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მექანიზმი?

ლონდა თოლორაია: საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება ისეთ დანაშაულებებზე, როგორიცაა: წამება; წამების მუქარა; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება  ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა და სხვა. უწყება გამოიძიებს საჯარო უფლებამოსილების მქონე პირის დანაშაულებებს.  

ნონა მჭედლიშვილი: ვის აქვს დანაშაულის შეტყობინების უფლება? 

ლონდა თოლორაია: ნებისმიერ პირს- ეს შეიძლება იყოს დაზარალებული, ეს შეიძლება იყოს პირი, რომელიც უშუალოდ თვითონ არ არის დაზარალებული, მაგრამ დაზარალებულისგან აქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ძალადობას ჰქონდა ადგილი მის მიმართ. შეტყობინების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი - განცხადება, სატელეფონო ზარი, ელექტრონული შეტყობინება, საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადება და სხვა. ნებისმიერი სახის შეტყობინება ჩვენთვის იქნება ნიშანი იმისა, რომ აქ შესაძლოა იყოს დანაშაულის ნიშნები. 

ნონა მჭედლიშვილი: რა შეგიძლიათ თქვათ 20-21 ივნისის საქმის გამოძიების შესახებ? რომ არა ვადები, ეს საქმე თქვენი ქვემდებარე უნდა ყოფილიყო

ლონდა თოლორაია: პირველი, ვინაიდან ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1 ნოემბრამდე, შესაბამისად ჩვენი უფლებამოსილება ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ გავრცელდება და რაიმე ბერკეტი ჩავერთოთ საქმის გამოძიების პროცესში, არ არსებობს. რაც შეეხება შეფასებას, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან შეფასება საქმისა, რომლის დეტალებს, მტკიცებულებებს, საქმის მასალებს არ ვიცნობ, იქნებოდა არასწორიც და არაპროფესიონალურიც. ამიტომ ძალიან რთულია ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება

ნონა მჭედლიშვილი: შესაძლებელია თუ არა გამონაკლისის დაშვება და ძველი, 1 ნოემბრამდე მომხდარი დანაშაულის  გამოძიება?  

ლონდა თოლორაია: მხოლოდ გენერალურ პროკურორს  შეუძლია სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მექანიზმს  თავისი გადაწყვეტილებით დაუქვემდებაროს 1 ნოემბრამდე მომხდარი დანაშაულის გამოძიება.

ნონა მჭედლიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორს აქვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უფლება.  თუმცა ვერ ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. შესაბამისად მისი დამოუკიდებლობა არ არის სრულფასოვანი?

ლონდა თოლორაია: პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას, დიახ ეს ნამდვილად ასეა, თუმცა კანონმა გაწერა რამდენიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს სხვა საგამოძიებო უწყებებისაგან. მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს აქვს უფლება წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს, თუ ჩვენი საგამოძიებო სამსახური ჩათვლის, რომ ამა თუ იმ  კონკრეტულ საქმეზე ან სისხლის სამართლებრივი დევნაა დასაწყები, ან რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მისაღები. ამგვარი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი სხვა საგამოძიებო უწყებები. 

ნონა მჭედლიშვილი: თუმცა გადაწყვეტილებას სისხლის სამართლებრივ დევნაზე პროკურატურა იღებს

ლონდა თოლორაია: პროკურატურა არის ზედამხედველი უწყება და მე ვფიქრობ, რომ ამ საგამოძიებო სამსახურს, რა თქმა უნდა, სჭირდება საპროკურორო ზედამხედველობის და კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. სხვადასხვა უწყებაში საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების თავმოყრა და გადანაწილება შეიძლება ბალანსის დაცვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ ეტაპზე მე გამიჭირდება იმის თქმა, ის მოდელი იქნებოდა უკეთესი, თუ ეს მოდელია უკეთესი. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. 

ნონა მჭედლიშვილი: ანუ თქვენი გამოძიებული საქმე სასამართლოში მიაქვს  პროკურორს?

ლონდა თოლორაია: სასამართლოში წარმართვის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს პროკურორს.

ნონა მჭედლიშვილი: გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის მონიტორინგის რა მექანიზმი აქვს სახელმწიფო ინსპექტორს?

ლონდა თოლორაია: სასამართლო განხილვის ეტაპზე გამომძიებელი სრულად ჩამოცილებული საქმიდან არ არის. გამომძიებელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც სასამართლოში პროკურორის მიერ შესაძლოა დაიკითხოს. ამიტომ სასამართლოში საქმის გაგზავნის შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ საქმეზე ჩართულობას არ ასრულებს. ამიტომ ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიქნებით. 

ნონა მჭედლიშვილი: როგორ ვარაუდობთ, პროცენტულად შეტყობინებების რა ნაწილზე იქნება გამოძიების დაწყება შესაძლებელი?

ლონდა თოლორაია: გამოძიება დაიწყება იმ შეტყობინებებზე, სადაც დანაშაულის ნიშნები იქნება დანახული და შედეგები დადგება იმ საქმეებზე, რომლებზეც შევძლებთ მტკიცებულებების მოპოვებას. რა შედეგები დადგება, რამდენი საქმე მივა დევნის დაწყების კონდიციამდე და ასე შემდეგ, ამაზე წინასწარ საუბარი მე ვფიქრობ, არ იქნება სწორი. არ მინდა არასწორი მოლოდინები გავაჩინო. საერთაშორისო სტანდარტებით, საქმეების  დაახლოებით 7-8 % მიდის დევნის დაწყების კონდიციამდე.





Губернаторы России
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей





Москва

На ВДНХ открылась цифровая фотовыставка "Счастье. Материнство или карьера!?"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Долина, Бутман и его оркестр представили Россию на Akra Jazz Festival в Турции




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции: «Я здесь дома»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Приморье пенсионерка отдала полмиллиона телефонным мошенникам



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России