Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

საია: 20-21 ივნისს დაშავებულ 16 პირს სასამართლომაც არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი

0
საია: 20-21 ივნისს დაშავებულ 16 პირს სასამართლომაც არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი

„პირველად რომ მივმართეთ პროკურატურას, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ უარყოფა იქნებოდა, მეორედ მეგონა, რომ დადებითი პასუხი იქნებოდა, სასამართლოზე დარწმუნებით ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი მოვიდოდა, მაგრამ აქედანაც მივიღეთ უარი“, - თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკო გომურმა. მან ანტისაოკუპაციო აქციაზე თვალი დაკარგა.

საიას ცნობით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულ 16 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. დაზარალებულების სახელით საიამ სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

„არ ვიცი, რის გამო შეიძლება ეთქვათ უარი, როგორც ვიცი, იძიებენ კიდევ, 4 თვეა იძიებენ, შეიძლება, კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ გამოსაძიებლად, მაგრამ ახლა არ ვიცი. იძიებენ და ალბათ ამის გამო ისევ უარყოფა მოვიდა, როგორც ვიცი, ექსპერტიზის პასუხს თუ დასკვნას ელოდებიან, - აღნიშნა მაკო გომურმა და განაგრძო, - დაკითხვაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც ამ 20 ივნისიდან ალბათ ორ კვირაში, გერმანიიდან, რომ ჩამოვედი, ალბათ იმ კვირაში. მარტო მე ხო არ ვარ, ჩემთან ერთად უამრავი ადამიანია. გამოდის, რომ ერთ ადამიანს რომ მისცენ სტატუსი, ყველა ადამიანს უნდა მისცენ“.

საია სასამართლოში ითხოვდა პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოში იმ 16 პირის საქმე განიხილებოდა (მათ შორის, 8 ჟურნალისტის), რომელთა სისხლის სამართლის საქმეში საია თავიდანვე ჩაერთო. საიას მტკიცებით, ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს, სამართალდამცველთა მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა.

„მათ ნაწილს დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს - პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ ცნო“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

როგორც საია აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი საფუძვლით თქვა:

„დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.

საის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

„სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უგულებელყოფს საქმეში არსებულ ცალსახა გარემოებას, რომ დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება, მათ შორის, რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული. მიუხედავად ამისა, მიღებული განჩინებით სასამართლო სადავოდ ხდის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებენ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას.

როგორც საია განმარტავს, კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების, მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ ის სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება.





Губернаторы России
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года





Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Лариса Долина

Валерия, Лариса Долина, Владимир Пресняков и другие звезды примут участие в V юбилейном семейном форуме Леонида Агутина в Сочи




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России