თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.