UEFA-მ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა გულშემატკივართა რასისტული გამოხდომებისთვის
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია 75 ათასი ევროთი დაჯარიმდა და მას დაევალა, შინ შემდეგი თამაში ცარიელ სტადიონზე ჩაატაროს.
ეს სასჯელი მას დაეკისრა გულშემატკივართა რასისტული ქცევისთვის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართა. მატჩი ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მოიგო 6:0.
29 ოქტომბერს UEFA-მ ასევე დაადგინა, რომ ბულგარეთმა მეორე მატჩიც დახურულ კარს მიღმა უნდა ითამაშოს, მაგრამ შემდეგ ეს ზომა უკან წაიღო და ის შეცვალა ორწლიანი „გამოსაცდელი პერიოდით“. გარდა ამისა, შინ გამართულ ორ შემდგომ მატჩზე ბულგარეთმა უნდა გამოფინოს სიტყვები „არა რასიზმს“.
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციას დამატებით 10 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა „დარღვევებისთვის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას“. მსგავსი ჯარიმა 5 ათასი ევროს ოდენობით ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასაც დაეკისრა.
14 ოქტომბრის მატჩი პირველ ტაიმში ორჯერ შეწყდა ბულგარელი გულშემატკივრების მხრიდან რასისტული გამოხდომების გამო.