Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

თეთრი და მწვანე რაკეტები ზოლოტოეში

0
თეთრი და მწვანე რაკეტები ზოლოტოეში

უკრაინაში ეუთოს მისიის მოქმედი თავმჯდომარისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა მარტინ საიდაკმა დაადასტურა 29 ოქტომბერს ლუგანსკის ქალაქ ზოლოტოედან ძალთა დაშორიშორების პროცესის დაწყება.

 

„დღეს, სულ ახლახან, მხარეებმა განაახლეს ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება ზოლოტოედან. ამის დასადასტურებლად მათ გაუშვეს თეთრი და მწვანე სასიგნალო რაკეტები. მხარეები დღეს აგრძელებდნენ მოლაპარაკებას ძალებისა და საშუალებების პეტროვსკოეში დაშორიშორების შესახებ“, - განაცხადა საიდაკმა 29 ოქტომბერს მინსკში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

 

 

ჯგუფში მიიჩნევენ, რომ ზოლოტოეში დაწყებული ძალთა დაშორიშორების პროცესი გზას უხსნის ნორმანდიული ფორმატის შეხვედრას უმაღლეს დონეზე, რაზეც კიევი, როგორც ჩანს, დიდ იმედებს ამყარებს.

 

ამის დასადასტურებლად მათ გაუშვეს თეთრი და მწვანე სასიგნალო რაკეტები.

მარტინ საიდაკი, ეუთოს წარმომადგენელი

დაპირისპირებულ მხარეთა ძალთა დაშორიშორების პროცესის დაწყების შემდეგ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენლის, ლეონიდ კუჩმას პრესმდივანმა, აღნიშნა, რომ ნორმანდიული ფორმატის სამიტზე შესაძლებელია შეთანხმებულ იქნეს „საგზაო რუკა“ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის.

 

მაგრამ ასეთი პროგნოზების გაკეთება ჯერ მაინც ნაადრევია, რადგან წინაა ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება პეტროვსკოეს რაიონში და ე.წ. „სიჩუმის რეჟიმის“ შენარჩუნება შვიდი დღის განმავლობაში, რაც არცთუ ისე იოლი მისაღწევი ჩანს.

 

უკრაინული წყაროების თანახმად, პრორუსულად განწყობილი უკანონო ფორმირებების მხრიდან 27 ოქტომბერს ზოლოტოეს მახლობლად, სწორედ ძალთა დაშორიშორების რაიონში, რამდენჯერმე გაიხსნა ცეცხლი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებისა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

 

გარდა ამისა, ზოლოტოედან უკრაინული სამხედრო ძალის გაყვანის პროცესს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ გასამხედროებული ორგანიზაციები „ნაციონალური კორპუსი“ და „უკრაინის მოხალისეთა არმია“, რომლებიც მზად არიან დაიცვან დასახლებული პუნქტები უკრაინის არმიის გასვლის შემდეგ.

 

ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ყველაფერი წყნარად იქნება

ვოლოდიმრი ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

მაგრამ კიევი აცხადებს, რომ მას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად არ ესაჭიროება გასამხედროებული ორგანიზაციებისა და მოხალისე ვეტერანების მხარდაჭერა.

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისი ძალა და საშუალება აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოწინააღმდეგის მიერ ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში“, - განაცხადა სამშაბათს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა.

 

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ყველაფერი წყნარად იქნება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა ზოლოტოეში დაწყებულ ძალთა დაშორიშორების პროცესზე.

 

 

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოედან ძალთა დაშორიშორების პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა მთელი დღის განმავლობაში რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედია.

 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კმაყოფილებით შეხვდა უკრაინის ხელისუფლების ამ ნაბიჯს.

 

თუმცა კრემლი კვლავ იმეორებს, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვისათვის კიევმა სხვა პირობებიც უნდა შეასრულოს - კერძოდ, უკრაინის კანონმდებლობაში უნდა აისახოს „შტაინმაიერის ფორმულა“, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სერიოზული განხეთქილების თემად რჩება.

 

2014 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინის არმიასა და პრორუსულად განწყობილი დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტულ ფორმირებებს შორის 14 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ინსტრუმენტია „მინსკის სამშვიდობო შეთანხმება“, რომელსაც 2015 წლის თებერვალში ხელი მოაწერეს „ნორმანდიის ოთხეულის“ - გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და უკრაინის - ლიდერებმა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня





Москва

Стал известен список мест для празднования Курбан-байрама в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: С начала года в Москве ввели в эксплуатацию восемь спортивных объектов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фредди Меркьюри

Фильм о Фредди Меркьюри помог российским детям с онкологией




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подмосковные атлеты выиграли 7 медалей на Мемориале братьев Знаменских

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™


ATP

Глава ATP вручил Яннику Синнеру награду первой ракетки мира



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Стало известно, о чём беседовал Александр Гусев с президентом Беларуси в Минске



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России