Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

ნავთობპროდუქტების ქარხანა რუსთაველების ცხვირწინ - საკრებულოს რისკის შემცველი გადაწყვეტილება

0
ნავთობპროდუქტების ქარხანა რუსთაველების ცხვირწინ - საკრებულოს რისკის შემცველი გადაწყვეტილება

მწვავე დისკუსიის შემდეგ რუსთავის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით გასცა საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების ნებართვა. მას მოწინააღმდეგეები ჰყავდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენლები სხდომას არ დასწრებიან. საუბარია გარეჯის ქუჩაზე, საიდანაც კარგად მოჩანს არმატურის მწარმოებელი საწარმო „ჯეოსთილიდან“ ამოფრქვეული გამონაბოლქვი, რომელიც სხვა საწარმოების გამონაბოლქვს ერევა და შემდეგ მთელ რუსთავზე ვრცელდება.

საკრებულო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 16 აპრილის ბრძანებას, რომელიც კომპანია „ეკოოილს“ ქარხნის აშენების ნებართვას აძლევს უახლოესი დასახლებული პუნქტიდან470 მეტრში. ტერიტორია, რომელიც „ეკოოილმა “ შეარჩია, ე. წ. საწარმოო ზონის ფარგლებშია და ნარჩენების უტილიზაციაზე მომუშავე კომპანია „სანიტარს“ ეკუთვნის.ის, რომ ქარხანა დასახლებული პუნქტიდან კანონით განსაზღვრული მინიმალური მანძილით, 470 მეტრით, იქნება დაშორებული, მითითებულია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშშიც.სწორედ ამ დოკუმენტში მოყვანილი ცნობები დააყენეს ეჭვქვეშ საკრებულოს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მშენებლობის ნებართვას ხმა არ მისცეს.

თუ იქნება ფილტრები და გარემოს ზიანს არ მიაყენებს, კი ბატონო, თუ არადა, ვერაფერს ჩადგამენ... უბრალოდ, არ მივცემთ უფლებას. მიიღებენ პანკისურ, სვანურ პროტესტს. ყველაფერზე წამსვლელები ვართ... რამე რომ მოხდეს და ხანძარი გაჩნდეს, პასუხს ვინ აგებს?..

დავით იშხნელი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მალხაზ კომლაძემ, სხდომაზე მიწვეული „ეკოოილის“ წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა:

„პროექტის განხილვა იყო მოსახლოებასთან? განცხადება იყო? საცხოვრებელი კორპუსიდან 470 მეტრით ხომ უნდა იყოს დაშორებული [ქარხანა]? მინისტრი რომ მოატყუეთ და ყველა მოტყუვდა...110 მეტრით იქნება დაშორებული [საწარმო]“.

მალხაზ კომლაძემ კამათი მას შემდეგ შეწყვიტა, რაცსაკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. სანამ ეს მოხდებოდა, პრეტენზია საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, დავით კაპანაძემაც, გამოთქვა:

„ეკოლოგიური დაბინძურება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვთქვათ სიმართლე... ამ უბანში [გარეჯის ქუჩაზე] ვცხოვრობ, ქარხნიდან პირველი მოსახლე ვინც არის, 150 მეტრითაც არ არის დაშორებული. კანონებს თუ არღვევთ, ჩაასწორეთ, თუ შესაძლებელია’’.

უარყოფითი პოზიციის მიუხედავად,დავით კაპანაძემ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. მითითებულ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას წინააღმდეგობას უწევდა რუსთავის საკრებულოს სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან, დავით იშხნელი:

„300 მეტრით დაშორება არ არის ის მანძილი, რომელიც თამამად მათქმევინებს, რომ ეს საწარმო მოსახლეობისთვის იქნება უსაფრთხო. მომიტევოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, მაგრამ ტერიტორიის არასწორად მითითებამ შეიძლება გააჩინოს ის ეჭვიც, რომ ტექნოლოგიური პროცესი იყოს ისეთი, რომ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“.

დავით იშხნელმა ისიც თქვა, რომ კომპანიას არ უზრუნია მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე, რაც ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ნდობის მოსაპოვებლად. ის, რომ ნახევარ ჰექტარ ფართობზე ნავთობპროდუქტის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, გარეჯის ქუჩის ბინადრებმა რადიო თავისუფლებისგან შეიტყვეს. მათი თქმით,მჭიდროდ დასახლებული უბანი ისედაც დაბინძურებულია ქარხნებისა და სატვირთო ავტომანქანების გამონაბოლქვით, ამიტომ ახალი საწარმოს მშენებლობას ხელს შეუშლიან:

„თუ იქნება ფილტრები და გარემოს ზიანს არ მიაყენებს, კი ბატონო, თუ არადა, ვერაფერს ჩადგამენ... უბრალოდ, არ მივცემთ უფლებას. მიიღებენ პანკისურ, სვანურ პროტესტს. ყველაფერზე წამსვლელები ვართ... რამე რომ მოხდეს და ხანძარი გაჩნდეს, პასუხს ვინ აგებს?“

„ეკოოილის“ დამფუძნებელი სამირ ალაჰვერდიევი ირწმუნება რომ საწარმო ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება და დახურული ციკლით, დახურულ გარემოში იმუშავებს.

„ეს არის დახურული ციკლი, სადაც შედის ძველი, გამოყენებული ზეთი და გამოდის ახალი, იმისთვის რომ დამატებითი დამუშავების შემდეგ გამოვიყენოთ ავტოინდუსტრიაში და სხვადასხვა სფეროებში“.

სამირ ალახვერდიევის ინფორმაციით,კომპანია „ეკოოილი“ საქართველოშია რეგისტრირებული, ქარხანა კი აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენდება. ამ მიზნით მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, საწარმოს ამუშავების შემდეგ კი ინვესტიცია 5 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ალახვერდიევისავე განცხადებით, საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა 90 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ამბობს, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების მოტივით სამუშაო ადგილებზე უარის თქმა არამართებულია:

„აჟიტირება იმით, რომ ქალაქში ეკოლოგიური პრობლემა გვაქვს... მაშინ, მოდი, ყველა საწარმო გავაჩეროთ, პურის ქარხნები გავაჩეროთ. ეს არ არის სწორი მიდგომა. საწარმოები უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ დამატებით ეკოლოგიურ პრობლემებს არ შექმნიან“.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაიმოწმა „ეკოოილის“ წარმომადგენლის მიერ დაპირებული 50 ახალი სამუშაო ადგილი, თუმცა იმავე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში სხვა რიცხვი წერია. ამ დოკუმენტით, საწარმოს მშენებლობაზე 10 ადამიანი დასაქმდება, ამუშავების შემდეგ კი - 20.





Губернаторы России
Москва

Собянин наградил выдающихся москвичей за профессиональные достижения





Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин наградил выдающихся москвичей за профессиональные достижения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Репосты ВКонтакте отличный способ рекламы Концерта, нового Видео или Песни, Книги!




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В районе Вороново появится новый крупный стройкластер

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

15 июня в Ростовском городском шахматном клубе на Газетном, 92 поведут рапид памяти международного гроссмейстера Сергея Аслановича Бешукова


ATP

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России