რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის დირექტორთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი კრიზისის ადგილზე გაცნობის შემდეგ სახალხო დამცველმა თქვა, რომ თუ ვითარება არ მოგვარდა, ეს აუცილებლად აისახება ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას.