Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

„სირცხვილია“: 14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს

0
„სირცხვილია“: 14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს

„საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აიძულებენ ამ დღისთვის მობილიზაციას, რათა მოხდეს მათი თბილისში ტრანსპორტირება სპეციალურად უზრუნველყოფილი ავტობუსებით“, - იტყობინება სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მათი ინფორმაციით,14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს.

„სირცხვილიას“ განცხადებით, „სამსახურების უფროსები უხეშად სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებს, როდესაც ქვეშევრდომებს დამნაშავე ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივიზმში ჩაბმას აიძულებენ. ისინი თელავენ საჯარო მოხელეთა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, როდესაც ისეთ დამამცირებელ სამუშაოს აკისრებენ, როგორიცაა მობილიზაცია ხელისუფლების ტყუილებისა და დანაშაულების გასამართლებლად“.

„სირცხვლია“ საჯარო მოსამსახურეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფს დაუკავშირდნენ.

„არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ჩვენ იურიდიულ დახმარებას აღმოგიჩენთ, რათა სამუშაო ადგილი თავის დამცირების ვალდებულების გარეშე შეინარჩუნოთ“, - აცხადებს „სირცხვილია“.

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, რა იგულისხმება „სირცხვილიას“ განცხადებაში. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება უკავშირდება იმას, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. პარტიის ინფორმაციით, ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება არის დაგეგმილი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმატში.

6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე ამ შინაარსის განცხადებითაც გამოდის: „მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საფრთხე არ შეექმნას“.

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების თაოსნობით, თბილისში, ორბელიანის მოედანზე კონცერტი გაიმართა.





Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»





Москва

"Святой Ленин": сенсационная истина о прогнозах способна направить США и Европу творить добро?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт с известными артистами пройдет в Санкт-Петербурге на День России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Уимблдон

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России