Bellingcat: ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის მოქალაქე შეიძლება ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა
გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელაც ბრალად ედება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში, ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა სულ მცირე, ორ მსგავს შეკვეთილ მკვლელობაში. ამას ამტკიცებს საგამოძიებო ჯგუფი, Bellingcat თავი გამოკვლევის მეორე ნაწილში, რომელიც ამ პირს ეხება. ის გამომძიებლების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც ვადიმ კრასიკოვი.
გამოკვლევის თანახმმად, კრასიკოვი, შესაძლებელია, გადაიბირა საიდუმლო სამსახურმა, როგორც დაქირავებული მკვლელი. მსგავსი სქემა გამოიყენეს ალექსეი კომარიჩევის გადაბირებისას, ამტკიცებს ჯგუფი. კომარიჩევი შეეცადა აეფეთქებინა სამხცედრო დაზვევრსი ოფიცრის მანქანა.
3 დეკემბერს მედია იტყობინებოდა, რომ გერმანიის სამართალდამცველ ორგანოებს ეჭვი აქვთ, რომ მკლელობის უკან რუსეთი დგას და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მალევე გამოაცხადეს, როომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ბერლინთან ხანგოშვილის მკვლეობის საქმეში და ქვეყნიდან აძევებს ორ დიპლომატს, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს.
ზელიმზან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში პისტოლეტით. მას ველოსიპედზე მჯდომი მკვლელი უკნიდან მიეპარა, რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა, თუმცა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თვითმხილველების დახმარებით მიაგნო ნივთმტკიცებებსაც, რომლებიც მკვლელმა მდინარეში გადაყარა.
40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში, იყო ქვედანაყოფის მეთაური. ის ჩეჩნეთის - „იჩქერიის“ - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან, დაახლოებული პირი იყო. მოგვიანებით ხანგოშვილი საქართველოში თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან.