რადიო თავისუფლება "ქარტიის პრიზი 2019"-ის გამარჯვებულთა შორისაა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ქარტიის პრიზი 2019“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურის მიერ საუკეთესო მიჩნეულ ნამუშევრებს შორისაა რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის, ეკა ქევანიშვილის „ცემით აღზრდა“. ამ პროექტმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულთა შორის დასახელდა "თავისუფლების მონიტორის " ფილმი "უფასო ფული მილიონერებისთვის" .
„ქარტიის პრიზი 2019“-ის გამარჯვებულები არიან:
ბესო გვენეტაძე, „ინდიგო“ - საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი
ნინო რამიშვილი, "თავისუფლების მონიტორი“ - საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება
ლუკა პერტაია, „ნეტგაზეთი“ - წლის საუკეთესო სტატია
ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება - ბავშვთა საკითხების საუკეთესოდ გაშუქება
ლაშა ცერცვაძე, „ინდიგო“ - საუკეთესო მულტიმედია ნამუშევარი
„ქარტიის პრიზი 2019“-ის გამარჯვებულები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 კრებაზე დაასახელეს.