შვიდი ადამიანი დაიღუპა თურქეთის ნაპირზე მიგრანტთა ნავის ამოტრიალების შედეგად
ნავი, რომელსაც ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა, 26 დეკემბერს ამოტრიალდა თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ტბაში, რის შედეგადაც შვიდი მგზავრი დაიხრჩო.
მაშველებმა შეძლებს 64 კაცის გადარჩენა და მახლობელ საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში მათი გადანაწილება. ნავი, რომელზეც 70 მიგრანტი იმყოფებოდა, ვანის ტბაში, ქალაქ ადილჩევაზთან მიალოებისას, ამოტრიალდა.
ამ ინცინდენტის ფონია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაფრთხილება, რომ შესაძლოა თურქეთმა ვეღარ გაუძლოს მიგრანტთა მორიგ ტალღას, რომელიც სირიიდან მოემართება.
22 დეკემბერს, სტამბულში გამართული დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ერდოანმა განაცხადა, რომ სირიის პროვინცია იდლიბიდან თურქეთისკენ გამორბის 80 ათასი სირიელი დევნილი, რომლებიც სირიის და რუსეთის სამხედრო იერიშებისგან ცდილობენ თავის გადარჩენას.