"მოწოდებები აქვთ, რომ მიმართეთ ვიდეომიმართვით გიორგი გახარიას, აიღოს წნელისის საგუშაგო და მოგეხსნებათ შეზღუდვებიო"
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან, უკვე 113-ე დღეა ჩაკეტილია ახალგორის რაიონთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი. ყოველდღიურად მწვავდება ადგილობრივების პრობლემები, იმათიც, ვინც პუნქტის ჩაკეტვისას იქიდან გამოსული იყო და ოჯახში დაბრუნება ვერ მოახერხა.