მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამობრუნდა, არიან დაღუპულები
მოსკოვი-თბილისის რეისის ავტობუსი ამობრუნდა რუსეთში, ლიპეცკის ოლქში. როგორც „რია ნოვოსტის“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში უთხრეს, ავტობუსში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, 9 კი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ავტობუსში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად უამინდობას ასახელებენ.