Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

უჩა ნანუაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობასა და ახალგორის იზოლაციაზე

0
უჩა ნანუაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობასა და ახალგორის იზოლაციაზე

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება არ იყენებს ყველა არსებულ ბერკეტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. რადიო თავისუფლების ეთერში მასთან ინტერვიუ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობის ფაქტით იწყება:

„ვფიქრობ, ბერკეტი კვლავ არსებობს. დღემდე არ არის გამოყენებული ყველა შესაძლო საშუალება. ეს პერიოდი ვადევნებთ თვალს, რომ ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ბატონი ვაჟა იქნებოდა გათავისუფლებული, თუმცა, რას ემყარებოდა ეს რწმენა, ჩემთვის გაუგებარია. მოვისმინეთ აგრეთვე არაერთი განცხადება, რომ უახლოეს დღეებში ის დაუბრუნდებოდა ოჯახს, თუმცა ეს არ მოხდა.

ჩვენ ვხედავდით, რომ არ იყო ყველა ის მეთოდი, ყველა ბერკეტი გამოყენებული, თუნდაც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არსებული - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელია კიდევ ერთი ნაბიჯი ყოფილიყო, რომ გვეიძულებინა ოკუპანტი, გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყო.

...ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სიტუაცია, სადაც ეს ჩვეულებრივი განცხადებები აღარ ჭრის. საჭიროა დამატებით სხვა საშუალებების და ბერკეტების გამოყენება და თუნდაც, ერთგვარი პირდაპირი კონტაქტების გაჭრა და დამყარება ოსურ მხარესთან. წლების წინ, 2016 წელს რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად (მე, როგორც სახალხო დამცველი, ჩართული ვიყავი ამ პროცესში), 18 პატიმრის გაცვლა მოვახერხეთ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ კონკრეტული შედეგი დადგა სწორედ იმიტომ, რომ პირდაპირი კონტაქტი და ურთიერთობა არსებობდა იმ პერიოდში.

...სხვა გარემოებები იყო, განსხვავდება ამ შემთხვევისგან, მაგრამ ხაზს ვუსვამ პირადი კონტაქტების მნიშვნელობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დამატებითი ბერკეტები მოვიძიოთ“.

უჩა ნანუაშვილი ადასტურებს, რომ ქართველი ექიმის ტყვეობის ამბავი მარტივი არ არის, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მაინც არ ეპარება ეჭვი, რომ მასთან დაკავშირებით შესაძლებელია მეტის გაკეთება:

„მესმის სირთულე ამ მდგომარეობის, მაგრამ როცა ლაპარაკია ოკუპაციის პირობებში თანამშრომლობაზე დე ფაქტო ადმინისტრაციასთან, აქ არის ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი და რატომ ვამბობ ამას? მაგალითად, მიმდინარე წლის ზაფხულში ადგილი ჰქონდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ეთნიკურად ოსი დევნილის (რომელიც აგრეთვე კრიმინალური საქმიანობის გამო იდევნებოდა ცხინვალის ადმინისტრაციის მხრიდან) გადაცემას ცხინვალისთვის. ადამიანი გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ითხოვა თავშესაფარი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოხდა მისი უკან გაბრუნება და შესაბამისად შეუსრულა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის ადმინისტრაციას გარკვეული თხოვნა.

როცა ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, გაუგებარია, რატომ არ ხდება სხვა პირობების გამოყენებით ვაჟა გაფრინდაშვილის გაათავისუფლების საკითხის დაყენება“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კვლავაც მოლოდინშია:

„თითქოს მოლოდინის რეჟიმშია ხელისუფლება, თითქოს არ უნდა დაძაბოს ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“.

„დღეს მთელი ახალგორის რაიონია მძევალი საოკუპაციო რეჟიმის ხელში“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. ასე ხანგრძლივად გამშვები პუნქტი ცხინვალის რეჟიმს არასდროს ჩაუკეტავს:

„როცა სისტემატურად ხდება ასეთი მეთოდების გამოყენება და საოკუპაციო ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცალოს ახალგორი ქართული მოსახლეობისგან, სწორედ აქ აუცილებელია ხელისუფლებამ დამატებითი ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის, იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის გარკვეული სპეციალური ფინანსური დახმარების პროგრამების ამუშავების გზით, რაც ასევე აპრობირებული მეთოდია და იმ შემთხვევაში, როცა კრიზისული მდგომარეობის დაძლევაზეა საუბარი, ხელისუფლებას ამის გეგმა უნდა გააჩნდეს. დღეს ვხედავ, რომ მსგავსი გეგმა ხელისულებას არ გააჩნია და არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები, რომ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს გარკვეულწილად დაცული.

...ეს არის რეჟიმი, რომლის მსხვერპლიც ყველაა, ოსიც და ქართველიც“.





Губернаторы России
Москва

Собянин посетил фестиваль "Москва – на волне. Рыбная неделя"





Москва

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Детский фестиваль искусств «Небо» станет праздником для всей семьи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

Для пользы тела. «Мой спортивный район» начинает летние тренировки


Миомир Кецманович

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России