Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

ახალი მუფთის არჩევამ მუსლიმთა თემი ორად გაყო

0
ახალი მუფთის არჩევამ მუსლიმთა თემი ორად გაყო

ბათუმის მთავარ მეჩეთში, დღის ლოცვაზე მისული მრევლი წინა საღამოს ჩატარებულ არჩევნებს განიხილავდა. 25 დეკემბერს, მეჯლისის წევრებმა ხმათა უმრავლესობით, სრულიად საქართველოს ახალი მუფთი, ადამ შანთაძე აირჩიეს. მორწმუნეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მუფთის არჩევის პროცესში სახელმწიფო ერევა. მეორე ნაწილი ადამ შანთაძის არჩევით კმაყოფილია:

„ახალი მუფთი კარგი იქნება. ძალიან დადებითად შემიძლია დავახასიათო. აჭარა პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. საერთოდ, რელიგიური ადამიანი გულწრფელია და მოსიყვარულე, რომელი რელიგიისაც არ უნდა სწამდეს მას. რელიგიის წინ წასვლა სამშობლოსთვისაც კარგია. ერთიანები ვიქნებით ერთიმეორის სიყვარულით.  ცუდის თქმა არ იქნება და გამოვკეთდებით", - გვეუბნება ნოდარ შავაძე.

„ზუსტად ისეთი შეარჩიეს, როგორიც საჭირო იყო. რეალური კაცია, გამოდგება, საქმეს წინ წაიყვანს. მაგაზე უკეთესი ვერავინ იქნებოდა, ვერავინ“, - დასძენს მევზედ დუმბაძე.

„ვფიქრობ, უკეთესობისკენ წავა საქმე. კარგ სიახლეს შემოიტანს საზოგადოებაშიც, სარწმუნოებაშიც, პოლიტიკაშიც. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მორწმუნემ თუ ურწმუნომ, რომ საქართველო წინ წავიდეს“, - შენიშნავს შოთა მახარაძე.

„ილია მეორე რამდენი ხანია და კაცი არაა შემხები, ჩვენ კი რამდენი მუფთი შეგვიცვალეს. მთავრობა არ უნდა ერეოდეს მუფთის შეცვლაში. რატომ ერევა? როგორც მათ უნდათ, ისე აკეთებენ... ასე არ შეიძლება. როგორც ღმერთს უნდა, ისე შეიძლება. მუფთი უნდა შეცვალოს ხალხმა, აქ ვინცაა, იმან“, - გვითხრა მეჩეთში მყოფმა ვაჟა ტაკიძემ.

25 დეკემბერს,  ღია კენჭისყრისას მეჯლისის 19 წევრიდან 12-მა ხმა ადამ შანთაძეს მისცა. არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ადიგენის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი რეზო მიქელაძე.

რეზო მიქელაძემ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ასარჩევად არასაკმარისი 8 ხმა მიიღო. მიქელაძემ მედიას უთხრა, რომ პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუსი) მიერ იყო მართული: ​„იმ ზეწოლის პირობებშიც კი ავიღე რვა ხმა, ღია კენჭისყრის მიუხედავად. აქ დასმული ყველა მუფთი არის და იყო კუდის, სოდის და დღეს უკვე სუსის კანდიდატურა. ვტოვებ იმ დაწესებულებას, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი, რომ რაღაც გამოსულიყო“.

რეზო მიქელაძე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. სამმართველოს ადმინისტრაცია დატოვა, თემურ გორგაძემ, რომელიც ხელისუფლებას მუფთის არჩევის პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს და ამას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს უკავშირებს: ​„მეჯლისის ათი წევრისგან ვიცი, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე დაურეკეს ყველას და უთხრეს, რომ ხვალ უნდა მიხვიდე, მხარი დაუჭირო ამა და ამ კანდიდატს. მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას არჩევენ ერთადერთი ნიშნით - ეს არის სუსის მიმართ მორჩილება. გავიხსენოთ მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა ახალი მეჩეთის მშენებლობასთან მიმართებაში. რატომ იყო ასეთი ინერტული და რატომ არ იბრძოდა და უტოვებდა სხვას?“

ახლად არჩეული მუფთი, ადამ შანთაძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 25 დეკემბრის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული იყო. რაც შეეხება პროტესტს და ბრალდებებს: ​„რა თქმა უნდა, კრიტიკა იქნება. მუშა პროცესია და ეს არის დემოკრატია. ჯანსაღი კრიტიკა ყველასათვის მისაღებია და პირადად ჩემთვისაც. რამდენად იყო ეს ჯანსაღი კრიტიკა, არ ვიცი... ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ამბობს ამას. ჩვენ საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, ჩვენს მრევლთან, სასულიერო პირებთან გვაქვს და გვქონდა ახლო კომუნიკაცია და მომავალშიც გვექნება, იმიტომ რომ ერიც და ბერიც - ყველა უნდა იყოს ერთად: სახელმწიფო, მოქალაქე, სასულიერო პირი - ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შექმნაზე“.

ადამ შანთაძე ხუთი წლის ვადით აირჩია მეჯლისმა, ანუ რელიგიურმა საბჭომ, რომლის წევრებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე მუსლიმი სასულიერო პირები არიან. ეს საბჭო არჩეულ მუფთთან ერთად მართავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა.

ამ ორგანიზაციას მუსლიმთა ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს და ხელისუფლებასთან ასოცირებულად მიიჩნევს. ეს კარგად გამოჩნდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მუსლიმ მრევლსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის წარმოქმნილი უთანხმოებისას. საკითხი, სასამართლო დავის საგანიც გახდა. ბათუმის თვითმმართველობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც არ აძლევს ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას მუსლიმ მრევლს და მათ მიერ შეძენილი ტერიტორიის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვს, რასაც, თავის მხრივ, არ ეთანხმება მუსლიმი თემი.

ორივე მხარე დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. როგორც ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წარმომადგენელი, ტარიელ ნაკაიძე  ამბობს, მუსლიმი მრევლი არ ენდობა მუსლიმთა სამმართველოს, რომელმაც 2014 წელს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით დაუდასტურა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას არ დაეთანხმება, სანაცვლოდ კი, როგორც ნაკაიძე ამბობს, სახელმწიფოსგან რეზიდენცია მიიღო.

„სახელმწიფომ როცა თავის დროზე მუსლიმთა სამმართველო მუსლიმთა გარეშე დააფუძნა, გამოიწვია ის, რომ მუსლიმთა სამმართველოს მრევლი საერთოდ არ მიჰყვება. სხვადასხვა სივრცეებში არიან. შესაბამისად, ჩვენ, მუსლიმთა კავშირი, ვცდილობთ, რომ არსებული სიტუაცია ნათლად ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რადგან დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება სერიოზულ და სავალალო მდგომარეობამდეც კი მივიდეს, იმიტომ რომ ეს უქმნის ნიადაგს რადიკალიზმის წარმოქმნას, სხვადასხვა აქტორის გაძლიერებას, რაც შეიძლება შემდგომში კონტროლს ვეღარ დაექვემდებაროს, ასევე ბევრ სხვა საკითხთან, მათ შორის უსაფრთხოებასთანაც იყოს დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ღია მაგალითებით ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ასეთი უხეში ჩარევა თემში არ შეილება“, - ამბობს ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე და ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал об обновлении велотрека в Крылатском





Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анна Нетребко

«На здоровье»: Филипп Киркоров ответил признавшейся в желании выпить Анне Нетребко




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


Даниил Медведев

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России