რუსეთის მართლამდიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი ალექსანდრიის საპატრიარქოსთან
რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიის სინოდმა გაწყვიტა კავშირი ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პტარიარქ, თეოდორე მეორესთან, მას შემდეგ, რაც მან აღიარა უკრაინის მართლდამდიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა მოსკოვისგან.
27 დეკემბერს რუსეთის ეკლესიის სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ალექსანდრიის საპატრიარქოს საეგზარქოსო მოსკოვში და შეუერთა ის რუსეთის ეკლესიას.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება მოჰყვა ნოემებრში ეგვიპტეში ჩატარებულ წირვას, რომლის დროსაც პატრიარქმა თეოდორე მეორემ დამოუკიდებლად მოიხსენია უკრიანის ეკლესია. ამასთან რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესია ინარჩუნებს კავშირს ალექსანდრიის მიტროპოლიტთან, რომელიც არ ცნობს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, მართლმადიდებლური სამყაროს სასულიერო ცენტრის უმაღლესმა სასულიერო პირმა, 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის მოწმობა - ტომოსი, მიანიჭა უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მანამდე ოფიციალურად არ იყო აღიარებული არც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ.
4 თებერვალს კი ახალმა დამუკიდებელმა უკრაინის მართლამდიდებელმა ეკლესიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია მიტროპოლიტი ეპიფანე.
რუსეთმა ამ ნაბიჯის შემდეგ გაწყვიტა კავშირის კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. მაგრამ უკრაინის დამოუკიდებელ ეკლესიას კვლავ უხდება დიდი ძალისხმევა, რათა მისი დამოუკიდებლობა აღიარონ სხვა მართლმადიდებელმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა, მათ შორის საქართველოს საპატრიარქომ.