Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

გაფრინდაშვილი: შეწყალების წერილის ტექსტში ბრალის აღიარება არ არის

0
გაფრინდაშვილი: შეწყალების წერილის ტექსტში ბრალის აღიარება არ არის

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მან მართლაც დაწერა შეწყალების წერილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სახელზე; მაგრამ ეს მოხდა ბრალის აღიარების გარეშე, წერილის ტექსტი კი - შესაბამისი, ნეიტრალური ფორმულირებით შედგა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან 28 დეკემბერს გათავისუფლებულმა ექიმმა ამ შინაარსის განცხადება 20:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტების წინაშე ის მეუღლესთან, თამილა ლაფანაშვილთან ერთად წარსდგა.  

„მე მაქვს იმის (შეწყალების წერილის) კოპიო... როცა შეწყალებაზე იყო ლაპარაკი, ვინც შემომთავაზა, იმას ვუთხარი, რომ, რადგან ბრალდებას არ ვაღიარებ... როგორც ჩემთვის ცნობილია, შეწყალება რომ გაგიკეთონ, ბრალდება უნდა აღიარო... თვითონ შემომთავაზა, მოდი, ისე დავწეროთ, სადაც არ ჩანს, რომ თქვენ აღიარებთ ამ საზღვრის დარღვევას... იმ წერილში მიწერია, რომ მე დამაკავეს... ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ გამათავისუფლოთ... სად დამაკავეს, შემიძლია გითხრათ - სოფელი მონასტრის ორღობეში დამაკავეს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი განმარტებით, შეწყალების წერილმა შედეგი 12 საათში გამოიღო: 27 დეკემბერს საღამოს დაწერა; ხოლო 28 დეკემბერს, 09:25 საათზე შეატყობინეს, რომ გათავისუფლებას უპირებდნენ.

ამავე პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ პოზიცია არცერთი წუთით არ შეუცვლია და დაკავებული ყველას უმეორებდა, რომ იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი მედია 28 დეკემბერს წერდა, რომ საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით მიმართა ანატოლი ბიბილოვს, „რაც წარმოადგენს ბრალის აღიარებისა და მონანიების დადასტურებას“. 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა. მანამდე, გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.





Губернаторы России
Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы





Москва

Парадоксы двойного стандарта


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

«Петербургские сезоны»: Всемирно известный саксофонист Игорь Бутман провел мастер-класс для детей на фестивале культуры ПМЭФ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России

4 спортивных фестиваля Москвы, которые нельзя пропустить этим летом

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве


Ролан Гаррос

Свёнтек сравнялась с Шараповой по победам на турнирах Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

What If You Spent 5 Seconds in the Mariana Trench



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России