რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ მხარეს გადაუხადა 2,9 მილიარდი დოლარის ჯარიმა
რუსეთის გიგანტურმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ „ნაფტოგაზს“, სტოკჰოლმის საარბიტრაჟოს მიერ დაკისრებული ჯარიმა, 2,9 მილიარიდ დოლარი, გადაუხადა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან „გაზპრომის“ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით.
თანხის გადახდა მოხდა მინსკში, 20 დეკემბერს გამრთულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. „ნაფტოგაზ უკრაინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ, დაადასტურა თანხის გადარიცხვა. უკრაინულმა მხარემ ამის შემდეგ უარი უნდა თქვა „გაზპრომის“ წინაშე ტრანზიტის მომსახურების ასანაზღაურებლად, მანამდე არსებულ სხვა პრეტენზიებზე.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდება ხუთი წლის ვადით.
სტოკჰოლმის სააბრიტაჟო სასამართლომ 2018 წლის თებერვალში დაადგინა, რომ „გაზპორმმა“ უკრაინულ კომპანია „ნაფტოგაზს“ კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაუროს 4,5 მილიარდი დოლარი. ამის პასუხად „გაზპრომმა“ უკრაინულ მხარეს დაუბრუნა მარტის წინასწარი გადახდის თანხა და შეამცირა წნევა გაზსადენში.