Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

პატიმრობა შეეფარდა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე

0
მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქალაქო სასამართლომ - გიგაშვილს ბრალი პროკურატურამ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს წარუდგინა. მას ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის გარეშე დატოვებას ან თავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. თავად გიგაშვილს პროცესზე სიტყვის უფლება არ გამოუყენებია. 


გიგაშვილთან ერთად განიხილებოდა ვაკის პარკის შადრევნის საქმეში მეორე ახალი ბრალდებულის, კომპანია ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტის, ვახტანგ ლონდარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი - მას პროკურატურა ყალბი დოკუმენტაციის შედგენას და გამოყენებას ედავება. გიგაშვილის მსგავსად მოსამართლემ მასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. თავად ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. 




ტრაგედია ვაკის პარკში, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. 19 ოქტომბერს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მერიის გარემოს დაცვის სამასხურის ხელმძღვანელმა, გიგა გიგაშვილმა. საზოგადოების ნაწილი მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ითხოვდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო ქალაქის მერი. კახა კალაძემ, რომელმაც შადრევანი ვაკის პარკში საზეიმოდ უბედურ შემთხვევამდე 1 დღით ადრე გახსნა, თქვა, რომ მზად იყო სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, თუკი გამოიკვეთებოდა მისი დანაშაული მომხდარში.


მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ამ დრომდე ბრალდებულია 9 ადამიანი, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და კომპანია გრინსერვის +-ის დირექტორი. სასამართლოშო ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России