Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

მსოფლიოს ყველაზე ექსცენტრული მხატვარი – სალვადორ დალის შესახებ

0

Salvador Felipe Jacinto Dalí y Domenech, სხვაგვარად ცნობილი როგორც Salvador Dalí, დაიბადა 1904 წლის 11 მაისს, ესპანეთის ქალაქ ფიგერასში.

იგი გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, 1989 წლის 23 იანვარს, მშობლიურ ქალაქში, კატალონიასთან საფრანგეთის საზღვართან.

სალვადორ დალი ყველაზე ცნობილია თავისი წვლილით ხელოვნების სამყაროში, განსაკუთრებით სიურეალისტური მიმდინარეობის განვითარებაში. თუმცა იგი მხოლოდ თავისი ნამუშევრებით არ იყო სახელგანთქმული. მას თამამი, ექსცენტრული და ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი ცხოვრების სტილი ჰქონდა.

ყველაფერს, რასაც აკეთებდა ცხოვრებაში, აკეთებდა განსაკუთრებული ვნებით და დამოკიდებულებით.

დალის უფროსი ძმა მასზე თითქმის სამი წლით ადრე დაიბადა და მასაც სალვადორ დალი ერქვა. იგი მის დაბადებამდე სულ რაღაც 9 თვით ადრე, 1903 წლის 1 აგვისტოს, კუჭის პრობლემის გამო გარდაიცვალა. მშობლებმა მხატვრის  დაბადება, პირველი შვილის გარდაცვალების შემდეგ, ზებუნებრივ ნიშნად მიიჩნეს და ჩათვალეს, რომ იგი ძმის რეინკარნაცია იყო. ეს რწმენა დალისაც ჩაუნერგეს.

სალვადორის მამა წარმოუდგენლად მკაცრი ადამიანი იყო. თუმცა, დედამისს, ფელიპას, სხვა შეხედულებები ჰქონდა და დალის თითქმის საპირისპიროდ ეპყრობოდა, ამხნევებდა მის მხატვრულ ბუნებას და განსხვავებულობას. მამის მკაცრი და დედის რბილი დამოკიდებულება საბოლოოდ დალის უცნაურ ბუნებაშიც აისახა.

1922 წელს დალი გადავიდა ფიგერესიდან მადრიდში, რათა ესწავლა მხატვრობა Real Academia de Bellas Artes de San Fernando-ში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან თავი იგრძნო ჭეშმარიტად შეუზღუდავად, და ის ცნობილი გახდა, როგორც ექსცენტრიკი.

სალვადორ დალი 25 წლის იყო, როდესაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ელენა ივანოვნა დიაკონოვს. ელენა, ცნობილი როგორც გალა, იმ დროს დალიზე ათი წლით უფროსი იყო და დაქორწინებული მხატვრის კარგ მეგობარზე პოლ ელუარზე. პოლი და გალა რამდენიმე წლის შემდეგ განქორწინდნენ. თუმცა, საბოლოოდ, 5 წლის შემდეგ პარიზში იქორწინეს, 1934 წელს.

დალის მშობლიური ქალაქის მერმა სთხოვა, რომ თავისი ხელოვნების ნაწილი გადაეცა ქალაქის მუზეუმისთვის, მაგრამ მხატვარმა უფრო მეტი გააკეთა.

სალვადორმა დაასრულა მუნიციპალური თეატრის აღდგენა, სადაც მან თავისი პირველი გამოფენა გამართა. იგი მუზეუმში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, და იქ გარდაიცვალა 1989 წელს.

წყარო/ფოტო: The Fact Site







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России