„Institute for the Study of War-ი“ რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობებს ბახმუტის გარშემო სარწმუნოდ მიიჩნევს
აშშ-ის კვლევითი ცენტრი, „Institute for the Study of War-ი“ თვლის, რომ რუსეთის სამხედრო ბლოგერების მიერ გავრცელებული მონაცემები უკრაინის ქალაქ ბახმუტში „ვაგნერის“ მეომრების მოქმედების შესახებ, სარწმუნოა.
საქმე ეხება ცნობას, რომ დაქირავებული ჯარის, „ვაგნერის“ მეომრებმა ბახმუტში დაიკავეს დიდი სამრეწველო კომპლექსი. ISW-ი თავის ყოველდღიური შეფასებით, ეს ინფორმაცია სარწმუნოა და "შეესაბამება AZOM-ის კომპლექსში რუსული ყოფნის ხელმისაწვდომ ვიზუალურ მტკიცებულებებს" - წერს ცენტრი.
ამასთან, კვლევითი ცენტრის თანახმად, „ვაგნერის“ ჯარმა წარმატებას მიაღწია ქალაქში. ISW-ი იქიდან გამოდის, რომ რუსეთის ჯარმა ბოლო შვიდ დღეში ბახმუტის კიდევ ხუთი პროცენტი დაიკავეს და ახლა ქალაქის 65 პროცენტი უჭირავს.
ბახმუტის გარშემო ვითარებაზე ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო AP-სთან და განაცხადა, რომ თუ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს, რუსეთი შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა უკრაინას აიძულოს მიუღებელ კომპრომისებზე წასვლა. უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ბახმუტში დამარცხების შემთხვევაში კომპრომისების მიზნით ზეწოლა იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ უკრაინის საზოგადოებისგანაც.