Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" დახმარებას ითხოვს

0
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შშმ ბავშვებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარების უფლებებს იცავდა, დახმარებას ითხოვს. ორგანიზაცია დღეს ფინანსური პრობლემების გამო ვერ იხდის კომუნალურ გადასახადებსაც კი, რომელიც მათთვის ისეთივე მაღალია, როგორ მოგებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.




"ჩვენ ვარ სრულად დამოკიდებული დონორების შემოწირულობებზე და გრანტებზე. არანაირი დამატებითი შემოსავალი არ გაგვაჩნია... ჩვენ არ ვართ დიდი ზომის ორგანიზაცია, 10-12 ადამიანი მუშაობს, ყველაზე დიდი ხარჯი რაც არის, სხვადასხვა რეგიონში სასამართლო საქმეების წარმოებაა: ტრანსპორტირება, ღამის გათენების ხარჯი, ოფისის ქირა და ხელფასები. უბრალოდ რომ ვარსებობდეთ, თვეში 10 ათასი დოლარის ხარჯი გვაქვს", - უთხრა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.


"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მუშაობის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე აწარმოებდა სასამართლო დავას. ამ ორგანიზაციის სასამართლო სარჩელით გაიყვანეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან ბავშვები - ეს არის დაწესებულება, რომელშიც უფლებრივი მდგომარეობის პრობლემებზე სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში აღნიშნავდა.


"ვმუშაობთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ რესურსებზე ხელი და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც ყველაზე ნაკლები იხარჯება. ვცდილობთ, იქ ვიყოთ, სადაც ნაკლებად არიან და მეტად ვჭირდებით", - ამბობს აბაშიძე.




ამ ორგანიზაციის დახმარებით მოუგეს სახელმწიფოს დავა ბავშვებმა, რომელებიც დედას სიღარიბის გამო ჩამოართვეს. PHR-ი იცავს იმ ბავშვის უფლებებსაც, რომელსაც მეზობლები ვაშლის მოკრეფის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. არცერთ სასამართლო დავაში ორგანიზაციას ანაზღაურება არ მიუღია.




"გვინდა გაცნობოთ, რომ 2023 წლის მარტის თვეში, ორგანიზაციას ესაჭიროება მეგობრების თანადგომა რათა შეძლოს ბავშვების, ქალების და შშმ პირებისთვის დახმარების გაგრძელება ოფისის პირობებში, რადგან მსგავსი მომსახურების გაწევა ონლაინ რეჟიმში ბევრ სირთულეს შექმნის როგორც ამ ჯგუფებისთვის, ისევე ორგანიზაციის ადვოკატებისთვის", - წერია ორგანიზაციის ფეისბუკგვერდზე.




ანა აბაშიძე ამბობს, რომ გაუხარდება ნებისმიერი კერძო კომპანიისა თუ მოქალაქისგან დახმარების მიღება.


"ჩვენი ორგანიზაცია არ იღებს დონაციას პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე არ ვიღებთ დაფინანსებას კორუფციულ საქმიანობაში შემჩნეული კომპანიებისგან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. რადგან გვსურს ორგანიზაციის საქმიანობას, რეპუტაციას და პატიოსნებას არ შეექმნას საფრთხე", - აღნიშნულია ორგანიაზციის განცხადებაში.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России