იარაღი ძველია, ხომალდები უვარგისი, ძაღლები არ ჰყოფნით - აუდიტმა სასაზღვრო პოლიცია შეაფასა
აუდიტის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის მუშაობის შესახებ დასკვნა 24 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რაც უწყებას აქვს არასაკმარისი აღჭურვილობისა და მოუწესრიგებელი მართვის მხრივ.
დასკვნა 2019-2020 წლების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.

