„შეძლებულია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი? - რას ჰყვება მასზე მისი დეკლარაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო მოხელის დეკლარაცია 9-ჯერ აქვს შევსებული, მათგან უახლესი - 2023 წლის 30 ოქტომბერს. ყველაზე ძველი კი - 2012 წლის დეკემბერს, როცა მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად დაიწყო მუშაობა.