როგორ გაიქცნენ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან - დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ნოემბერს პირველი სხდომა ჩატარდა "ავერსის" კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე. მოსამართლე დავით კურტანიძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თანამდებობიდან გაათავისუფლა და პატიმრობა შეუფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს.