Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

ილია მეორის განცხადებით, თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია ოკუპანტების დიდი დანაშაულია 

0
ილია მეორის განცხადებით, თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია ოკუპანტების დიდი დანაშაულია 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას განცხადებით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქი გინტურის მკვლელობას საოკუპაციო ძალების დანაშაულად და სირცხვილად აფასებს.

„კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია", - ვკითხულობთ პატრიარქის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე გატაცებულია ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი.

თბილისი საოკუპაციო ძალებისგან 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს დაღუპული თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა, სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.

„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებულ ექსპერტიზაზე.

გიგა ოთხოზორიას შესახებ

30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ”, რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 მაისს დაიწყო.

2018 წლის 11 იანვარს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პარტნიორ ორგანიზაციასთან - "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи





Москва

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Наташа Королёва

Наташа Королева обратилась к поклонникам после скандала




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин


ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России