Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

საგანგაშოა და საქართველოს დამნაშავეების პოვნაში უნდა დავეხმაროთ - ვარჰეი გინტურის მკვლელობაზე

0
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეხმაურება თამაზ გინტურის მკვლელობას საოკუპაციო ხაზთან და აცხადებს, რომ ევროკავშირი სოლიდარობას გამოხატავს საქართველოსადმი.


ვარჰეიმ, ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობას „საგანგაშო ცნობა“ უწოდა და თქვა:


„რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას... ყველანაირად გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს ხალხისადმი“.


„ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ იპოვოს დამნაშავეები“, - განაცხადა ვარჰეიმ ბრიუსელში იმავე სცენაზე, სადაც მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნით ადრე გამოაცხადეს, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს - თუმცა გარკვეული დათქმებით.




თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ კირბალთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის მიმდებარედ მოკლეს.


დაღუპულის ძმის, გივი (ნიკოლოზ) გინტურის თქმით, მის ძმას ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს.


გატაცებულია კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი.


კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფლის სასაფლაოსთან იმყოფებოდნენ და შემდეგ ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ.


ეს ის ნიშია, რომლის კარიც 2023 წლის აგვისტოში თუნუქის ფირფიტით აჭედეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.


ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ ხოლმე, თუმცა 2018 წლიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგო მოაწყვეს.




თბილისი საოკუპაციო ძალებისგან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებასა და გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გინტურის მკვლელობას უწოდა „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეში თავდასხმა“, რომელიც „კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.


NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება დაგმო და რუსეთს უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდა:


„NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანთა უფლებების დარღვევა და გაიყვანოს ძალები საქართველოდან".


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.




 


 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России