Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას!

0
ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას!

ორბელიანების სასახლის წინ მოწყობილი სცენიდან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, მოქალაქეებს, რომლებიც მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ რეკომენდაცია გამოაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს მიღწევაა.

„გილოცავთ ჩემო თანამემამულენო. გილოცავთ აქ, საქართველოში და ვინც საზღვრების მიღმა, იქა ხართ და იქიდან გვიყურებთ. გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მცხოვრებთ. რამეთუ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით. ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს მე ნამდვილად მიხარია. დღეს ჩვენ ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის წინსვლისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შესწირეს.

ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი და... და... და... შეუძლებელია ყველა ჩამოვთვალო, იმიტომ, რომ ეს დღე არის ჩვენი ყველასი ერთად, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო გამხდარიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის საფუძველზე.

ეს დღე ზვიადის და მერაბისაა. ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომლებმაც ამ დიდ საქმეში წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინში და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა. თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე. რამეთუ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის და ეს ქართველ ხალხს არ ეხმარება.

ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და დღევანდელ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა, ყველასი დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარი სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და ჩვენი მომავალი.

ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას, ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ არის, ჩვენთან ერთად არიან. იმიტომ, რომ ამ დღისთვის იბრძოდნენ", - მიმართა შეკრებილებს მოქალაქეებს. ათონელის ქუჩაზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ უცხოელი დიპლომატები და ქართველი პოლიტიკოსები.

პრეზიდენტის ინიციატივით, შეკრებილმა ხალხმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ესაუბრა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, მათ მიულოცა მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე - მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაცია. „ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ", - შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, ერთ მშვენიერ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდებიან ევროკავშირის წევრები.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

მან თქვა, რომ საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ფონ დერ ლაიენის თანახმად, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მისი თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве





Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Россия, Культура, Теат, Дети, ПДД: кукольным языком о дорожной безопасности детям показали в Ульгэре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


WTA

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве автомобиль сбил человека на моноколесе



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России