ლონდონში პალესტინელთა მომხრეების უზარმაზარ დემონსტრაციას მოელიან
პალესტინელების მომხრე ასეულ ათასი დემონსტრანტის მონაწილეობას მოელიან მსვლელობაში, რომელიც ლონდონში გაიმართება 11 ნოემბერს.
მოსალოდნელ მსვლელობას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უწოდა „უპატივცემულო“, რადგან ის შიშობს, რომ დემონსტრაციამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ძალადობას ამ დღეს, რომელიც ომის ვეტერანებს ეძღვნება.
Reuters-ის ცნობით, „ეროვნული მსვლელობა პალესტინისთვის“ უკვე მეოთხე აქციაა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში იმართება ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.
ამ ქვეყნის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, რადგან ემთხვევა შერიგების, ასევე საომარ მოქმედებში დაღუპულების ხსოვნის დღეს. პოლიციამ გამოაცხადა, რომ მობილიზებული ჰყავს ორი ათასი თანამშრომელი.