Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ღაზა, ბრძოლებია „ალ-შაფის“ საავადმყოფოსთან

0
ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ღაზა, ბრძოლებია „ალ-შაფის“ საავადმყოფოსთან

ისრაელის სამხედრო ავიაციამ კვირა დილით კვლავ დაბომბა პალესტინელთა ტერიტორია, ქალაქი ღაზა. Associated Press-ი იმოწმებს თვითმხილველებს, რომლებიც ინტენსიური სროლის შესახებ იტყობინებიან.

ისრაელის არმიას ბრძოლა აქვს რადიკალური „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული ორგანიზაცია) წევრებთან ღაზის სექტორის უდიდესი „ალ-შიფას“ საავადმყოფო კომპლექსის მახლობლად.

ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ღაზის უმსხვილესი "ალ-შიფას" საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი გათავდა ბოლო მოქმედ გენერატორშიც. ორი ახალშობილი გარდაიცვალა და კიდევ ათეულს საფრთხე ემუქრება. "ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვსაუბრობთ საავადმყოფოს პერსონალთან. "ალ-შიფას" საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ", -განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის არმიის პრესსამსახურმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაციამ დარტყმა მიაყენა „ტერორისტულ“ ინფრასტრუქტურებს სირიაში გოლანის მაღლობების მიმართულებით დარტყმის საპასუხოდ. ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ასევე ლიბანში, სხვათა შორის „ჰეზბოლას“ დაჯგუფების სამხედრო ობიექტებზე. ბი-ბი-სის ცნობით, მანამდე „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან რამდენიმე რაკეტა გაუშვა ისრაელის ჩრდილოეთის, დოვის მთის მიმართულებით.

არმია ასევე აცხადებს, რომ ისრაელის ანტისაჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „რკინის გუმბათმა, იმოქმედა და წარმატებით გადაიტაცა „ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი საეჭვო საჰაერო სამიზნე“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 ნოემბერს ტელემიმართვაში უარყო საერთაშორისო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თუ მოლაპარაკება არ იგულისხმებს ყველა 240 მძევლის განთავისუფლებას. „ჰამასის“ ისრაელში შეჭრის დროს 7 ოქტომბერს რადიკალურმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს 240 მძევალი, ისრაელის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ დაიწყო საპასუხო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

არაბული და მუსლიმანური 57 სახელმწიფოს მეთაურები შეიკრიბნენ 11 ნოემბერს ერ-რიადში, საუდის არაბეთში და მოითხოვეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა. საუდის არაბეთმა გაეროს უშიშროების საბჭო დაადანაშაულა, რომ არ ასრულებს თავის ვალდებულებას და არ სთხოვს ისრაელს პასუხს ღაზაში ქმედებისთვის. ერ-რიადის შეხვედრის მონაწილეებს არ დაუგმიათ „ჰამასის“ მოქმედება ისრაელის წინააღმდეგ.

Associated Press-ის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა ისრაელის ომის შემდგომი გეგმები, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგება აშშ-ის, ისრაელის უახლოესი მოკავშირის ხედვას. ნეთანიაჰუს თანახმად, მოხდება ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და ისრაელი შეინარჩუნებს რეგიონის უსაფრთხოებაზე კონტროლს. ნეთანიაჰუმ უარყო იდეა, რომ პალესტინელთა ადმინისტრაცია, რომელიც ახლა ისრაელის მიერ ოკუპირებული იორდანეს დასავლეთი ნაპირის ნაწილებს მართავს, რომელიმე ეტაპზე გააკონტროლებს ღაზის სექტორსაც.

ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ წინააღმდეგია ისრაელის მიერ ღაზის სექტორის კიდევ ერთი ოკუპაციისა და სექტორში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთიანი პალესტინური მმართველობის შექმნას მიიჩნევს ნაბიჯად პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. „რაც მოვისმინე ისრაელის ლიდერებისგან, ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ განზრახვა კიდეთ ერთხელ მოახდინონ ღაზის სექტორის ოკუპაცია და დაიბრუნონ ღაზაზე კონტროლი“- თქვა ბლინკენმა გასულ კვირაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტოკიოში.

7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 11 ათასამდეა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи





Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Россия, Культура, Теат, Дети, ПДД: кукольным языком о дорожной безопасности детям показали в Ульгэре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прощание «Спартака» с Джикией, «Зенит» в гонке за чемпионство. Итоги игрового дня РПЛ

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Елена Рыбакина

Рыбакина узнала свое место в новом мировом рейтинге



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России