ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს
ისრაელმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფინეთისთვის ისრაელის ანტისარაკეტო სისტემის, „დავითის შურდულის“ (קלע דוד, Kela David) მიწოდების შესახებ.
„დავითის შურდული“ შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემაა.
შეთანხმების ფინანსური ოდენობა 317 მილიონ ევრომდეა. „დავითის შურდული" ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების და დრონების გადატაცების ერ-ერთი ყველაზე სრულყოფილის სისტემაა მსოფლიოში. მას შეუძლია სამიზნე გადაიტაცოს 300 კილომეტრში.
კომპლექსი შემუშავებულია კომპანია „Rafael Advanced Defense Systems-ის% და აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოს მიერ. ის ისრაელს შეიარაღებაში აქვს 2016 წლიდან. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთი ცდილობს თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებას. 2023 წლის აპრილში - ადრე ნეიტრალური ფინეთი - ნატოს წევრი გახდა.
ჰელსინკი თვლის, რომ რუსეთის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. ფინეთის რუსეთთან საზღვრის პირას თავდაცვით ნაგებობებს აშენებს.
ბოლო დროს რუსეთმაც დაიწყო ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების შექმნა. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1340 კილომეტრზეა გადაჭიმული.