მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭრნენ ლიბანის საზღვართან - ისრაელელი სამხედროები
ისრაელის და ლიბანის საზღვრის მახლობელ არეალში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად 12 ნოემბერს დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, განაცხადეს ისრაელელმა სამხედროებმა და დასძინეს, რომ მათ საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ისრაელის ტელეარხ N12-ს განუცხადა, რომ ერთი ადამიანი მძიმედ იყო დაჭრილი და კიდევ სამი-ხუთი ადამიანი - დაშავებული.
11 ნოემბერს, ლიბანის "ჰეზბოლას" დაჯგუფების მეთაურმა, საიდ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ფრონტი ისრაელის წინააღმდეგ აქტიური დარჩება.
ამის გამო ისრაელმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ არ უნდა გამწვავდეს დაპირისპირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღაზის სექტორში ისრაელის არმია განაგრძობს ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ. ამ რადიკადურ გაერთიანებას ევროპის კავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.