Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

ომბუდსმენი რუსეთის მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხში არ მონაწილეობს

0
ომბუდსმენი რუსეთის მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხში არ მონაწილეობს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი არ მონაწილეობს უკრაინაში მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველი სამხედროს გამოხსნის საკითხში. ამის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ლევან იოსელიანის თქმით, რუს კოლეგასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს, გახდა ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დატყვევებულთა გამოკითხვის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.

უკრაინის ომში მონაწილე ინტერნაციონალური ლეგიონის წარმომდგენელი საქართველოს ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობის რესურსი არ აქვთ, ვინაიდან, საქართველო არ არის კონფლიქტის მხარე. "ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში", - განაცხადა მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет





Москва

Как подобрать запчасти на китайские авто?


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Linkin Park

Скандальный Паша Техник и Linkin Park с оркестром. Топ дешевых и самых дорогих мероприятий, которые пройдут в июле в Нижнем




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Так вкусно»: Путин поблагодарил главу Минсельхоза Узбекистана за фрукты



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России