Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი - სალომე ზურაბიშვილი

0
საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია France 24-ს, გადაცემაში Talking Europe.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომელიც ამბობს, რომ ციტირებს ევროპაში სხვების მოსაზრებებს, რომ „საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლაა, საქართველო უკან მიდის“ და ამასთანავე, ეკითხება პრეზიდენტს, მიზანი, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ახლა უფრო შორსაა თუ ახლოს? სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

„ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი“.

სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ხალხის ნება და მისწრაფება:

„თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს“.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზეც:

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული... აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით იგივე გეგმა, რაც უკრაინასთან ჰქონდა?

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთს ამასთან დაკავშირებით სერიოზული რეაგირება არ ჰქონია,  - ამან რუსეთს გზა გაუხსნა იმ ქმედებებისკენ, რასაც ახლა უკრაინაში ახორციელებს:

„ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებსაც შეგვიძლია, რომ შევუერთდეთ. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი, რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს; ჩვენი ბანკები ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ დასავლეთის მხარეს ვართ, ეს ეჭვგარეშეა და ასეც გავაგრძელებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прощание «Спартака» с Джикией, «Зенит» в гонке за чемпионство. Итоги игрового дня РПЛ

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России