რეგიონული ტურნეს დასაწყისში სტოლტენბერგი გამოდის გაფრთხილებით ბალკანეთში რუსეთის გავლენებზე
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტული და დაყოფის გამომწვევი რიტორიკის" შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ რუსეთიდან.
დასავლეთ ბალკანეთში ტურნეს დროს - რომელიც 20 ნოემბერს დაიწყო, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში - სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომიდან.
მოსკოვის ჩარევა "ქმნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის და რეფორმების შესუსტების საფრთხეს" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სამი ათწლეულის წინ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას სამოქალაქო ომის მიერ გამოწვეული ნგრევის შემდეგ ბოსნია ცდილობს გაუმკლავდეს ეთნიკური ნიშნით დაყოფას. ნატომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992-95 წლების ბოსნიის ომის დასრულებაში და აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დაიყო სერბთა ერთეულად - რეპუბლიკა სრპსკად - და ბოსნიაკთა და ხორვატთა ფედერაციად, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს სუსტი ცენტრალური მთავრობა.
ნატოს ხელმძღვანელი 20 ნოემბერს, მოგვიანებით კოსოვოში ჩავა.