როგორ მუშაობს რუსი "ელფების" ქარხანა თბილისში და რას წერენ ისინი საქართველოზე?
რუსულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოსა და ლიეტუვაში რუსი ემიგრანტები ე.წ. ტროლების (საწინააღმდეგო) ქარხანას ამუშავებენ და კრემლის პროპაგანდას სოციალურ ქსელებში პროპაგანდითვე უპირისპირდებიან. ისინი საკუთარ თავს “ელფებს” ეძახიან და ამტკიცებენ, რომ საქართველო რუსეთისთვის სამაგალითო ქვეყანაა.