Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2025

აღლუმის დროს მოსკოვში შესაძლოა ინტერნეტზე წვდომა შეზღუდონ

0

მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების მიმდინარეობისას შესაძლოა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს. ეს ირკვევა საგანგებო სიტუაციების შეტყობინებისა და ლიკვიდაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემის (РСЧС) მიერ დაგზავნილი ცნობიდან.

მანამდე სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მობილური ინტერნეტი ხარვეზებით მუშაობს. რამდენიმე მობილური ოპერატორის აბონენტები შეფერხებების თაობაზე ჩიოდნენ. ამავეს ადასტურებს Downdetector-ის სერვერის მონაცემები.

კომპანია „ბილაინიდან“ "ტასს" განუცხადეს, რომ მოსკოვში მობილური კავშირი შესაძლოა წყვეტებით მუშაობდეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იგივე განაცხადეს კომპანია „მეგაფორშიც“. ოპერატორმა კომპანიებმა აბონენტებს ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi-ს გამოყენება ურჩიეს.

რუსი ბლოგერები ხარვეზებს აკავშირებენ საზეიმო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, განსაკუთრებით მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმში მონაწილე ზოგი ქვეყნის მეთაურის ვიზიტთან. „აღლუმის უსაფრთხოებისთვის გადაწყდა მოქალაქეთა კომფორტის მსხვერპლად შეწირვა“, - წერს ტელეგრამის არხი "Незыгарь-ი".

მანამდე მოსკოვის პოლიციამ გაფრთხილება გასცა 9 მაისისთვის მზადების ფონზე დრონების და პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის" 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსკოვში 20-მდე უცხოურ დელეგაციას ელიან, მათ შორის ჩინეთის, ბრაზილიისა და კუბის ლიდერებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ დაადასტურა, რომ რუსეთში ჩავა. იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უცხოელი ლიდერებისადმი მუქარაში ადანაშაულებდა, მისი იმ სიტყვებიდან გამომდინარე, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთში ვიზიტით მყოფი უცხოელი ლიდერებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უარყო პუტინის წინადადება 8-დან 10 მაისამდე სამდღიან ზავზე და მას ცინიკური უწოდა. იმაზე საუბრისას, რომ უკრაინას არ შეუძლია უცხოელი ლიდერების უსაფრთხოების გარანტირება, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც სხვადასხვა პროვოკაციაცაა შესაძლებელი. უკრაინის პრეზიდენტი არ დამუქრებია მოსკოვს საზეიმო ღონისძიებების მიმდინარებისას დრონებით თავდასხმებით.

ანექსირებული სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России