Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2026

NK Pro: უკრაინის არმიის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს, კურსკის ბრძოლაში დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის 2200-მდე სამხედრო

0

უკრაინის არმიის წინააღმდეგ რუსეთის კურსკის ოლქში გამართულ ბრძოლაში დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის, სულ მცირე, 2288 მოქალაქე - იუწყება გამოცემა NK Pro, რომლის სპეციალიზაციაც ჩრდილოეთ კორეის გაშუქებაა. მონაცემი ეფუძნება სახელებს, რომლებიც ჟურნალისტებმა წაიკითხეს დაღუპულთა პატივსაცემად ფხენიანში აღმართულ მემორიალზე.

ფხენიანში 26 აპრილს გაიხსნა მემორიალური კომპლექსი და "უცხოეთის საბრძოლო ოპერაციებში" საომარი მიღწევების მუზეუმი. რუსეთის მხრიდან ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა და თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა. ცერემონიის ფარგლებში გაიმართა დაღუპული სამხედროების დაკრძალვაც.

იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. რუსეთის ფედერაციამ ეს 2025 წლის აპრილში დაადასტურა. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ამ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაიღუპა და დაიჭრა ჩრდილოეთ კორეის ექვს ათასამდე ჯარისკაცი.

2025 წლის ივნისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებდა, რომ კიმ ჩენ ინმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთში გაეგზავნა ათასი გამნაღმველი და ხუთი ათასი მშენებელი. იმავე წლის დეკემბერში გამნაღმველები უკან დაბრუნდნენ.

2026 წლის თებერვალში ფხენიანში საცხოვრებელი სახლების უბანი გააშენეს "უცხოეთის საომარი ოპერაციის გმირი მებრძოლების" ოჯახებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში, ფხენიანში გააფორმეს. დოკუმენტი, მათ შორის, მოიცავს პუნქტს სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიმე ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მეომრები გაგზავნეს რუსეთის კურსკის ოლქში - რომლის რამდენიმე რაიონიც მაშინ უკრაინის არმიას ჰქონდა დაკავებული.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России