ნატოში ხელს მოაწერენ ოქმს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანებაზე
ნატოს წევრი ქვეყნები 6 თებერვალს ხელს მოაწერენ ოქმს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ შაბათს ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„6 თებერვალს ჩვენ დავწერთ ისტორიას: ნატოს მოკავშირეები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოლაი დიმიტროვთან ერთად ხელს მოაწერენ ოქმს მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანებაზე“, - წერს სტოლტენბერგი.
იანვარში მაკედონიის პარლამენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო შესწორებას სახელმწიფოს სახელის შეცვლისა და მისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დარქმევის შესახებ.
სახელმწიფოს ადრინდელი სახელწოდება „მაკედონია“ მეზობელი საბერძნეთის პროტესტს იწვევდა.
სახელთან დაკავშირებული საერთაშორისო დავის გადაჭრის შემდეგ, მაკედონიის პროევროპული ძალები გეგმავენ ორგანიზება გაუკეთონ ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.