Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 27.02.2019

დონალდ ტრამპი აქებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას

Radiotavisupleba.ge 

ვიეტნამში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან. ტრამპმა „დიდებული“ უწოდა მოლაპარაკების პირველ რაუნდს და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ხვალ საუბრის გაგრძელებას. აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების საუბრის მთავარი თემაა ფხენიანის ბირთვული განიარაღება. ეს საკითხი იდგა ყურადღების ცენტრში მათ პირველ სამიტზეც, რომელიც გასული წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ჩრდილოეთი კორეა იღებს განიარაღების ვალდებულებას... Читать дальше...

პაკისტანმა ნაწილობრივ დახურა თავისი საჰაერო სივრცე

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანმა მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის ნაწილობრივ დახურვის შესახებ ქაშმირის პროვინციაში ვითარების გამწვავების ფონზე. ამის შესახებ იუწყებიან პაკისტანისა და ინდოეთის საინფორმაციო საშუალებები. ქვეყნის საჰაერო სივრცე ჯერ მთლიანად ჩაიკეტა კომერციული ფრენებისათვის, მაგრამ შემდეგ ისლამაბადმა გამოაცხადა სამხრეთში ფრენების განახლების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, გადაწყვეტილება მნიშვნელონად ზღუდავს მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობას. თვითმფრინავებს უხდებათ პაკისტანისათვის... Читать дальше...

დღეს უამრავი მილოცვა მივიღე, ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს – კახა კალაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. “დღეს უამრავი მილოცვა მივიღე. უამრავი კეთილი და თბილი სიტყვა. ჩემი ოჯახის მერე ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია და რასაც მივაღწიე –ეს თქვენი სიყვარული და თანადგომაა.მე ამ განძს ვუფრთხილდებოდი და ყოველთვის გავუფრთხილდები. მუდამ ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს ის,რასაც თქვენგან ვიღებ. მადლობა ყველას!”– წერს კახა კალაძე ფეისბუქში, რომელსაც 27 თებრვალს […]



გაფრთხილება, როგორც მუქარა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში, „უცვლელი მესიჯით“, უფრო ზუსტად, ტრადიციული მათრახითა და თაფლაკვერით ჩამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი ბაქოში: რა ითქვა და არ ითქვა ილჰამ ალიევთან

Radiotavisupleba.ge 

ევროპული დედაქალაქების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით  ბაქოში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძე პოლონელ კოლეგას შეხვდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის სენატის მარშალ, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა. “დღეს შევხვდი პოლონეთის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებზე, სადაც გადამწყვეტი როლი დინამიკურ საპარლამენტთაშორისო კავშირებს ენიჭება. შევთანხმდით გაცვლითი ვიზიტების გააქტიურებასა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე.”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აშშ რუსეთს: „ყირიმი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა დაადასტურა, რომ ძალაში დატოვებს რუსეთის მიმართ სანქციებს, სანამ რუსეთი ყირიმს არ დაუბრუნებს ისევ უკრაინას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, 2014 წელს ნახევარკუნძულის ოკუპაციით მოხდა „რუსეთის აგრესიის ესკალაცია“. პომპეოს სიტყვები, რომ „ყირიმი არის უკრაინა და უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლქვეშ“, მოყვანილია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 2014 წლის 27 თებერვალს ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დაიპყრეს ყირიმის რეგიონული პარლამენტი სიმფეროპოლში და მთავრობის შენობა, მათზე აღმართეს რუსეთის დროშები. Читать дальше...

კაიროში 25 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის სადგურზე ხანძრის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ეგვიპტელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე ადამიანი დაშავდა დედაქალაქ კაიროში რკინიგზის სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცნობების თანახმად, მატარებელი დაეჯახა ზღუდეს კაიროს ცენტრალურ, რამზესის სადგურზე, რასაც მოჰყვა საწვავის ავზის აფეთქება. ცეცხლში გაეხვია ერთ-ერთი ბაქანი და მიმდებარე შენობები. კაიროს რკინიგზის საავადმყოფოს დირექტორი მოჰამედ საიდი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მოსტაფა მადბულის განცხადებით, ავარიის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. Читать дальше...



გერმანიაში ასამართლებენ ცნობილი რუსი ჟურნალისტის, დმიტრი კისელიოვის ძმისშვილს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში სასამართლოს წინაშე წარდგა კრემლის პროპაგანდის გავრცელებით ცნობილი რუსი ჟურნალისტის, დმიტრი კისელიოვის ძმისშვილი, სერგეი კისელიოვი. მას ბრალად ედება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებთან ერთად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის დაგეგმვა. სერგეი კისელიოვი გერმანიის მოქალაქეა. მისი სასამართლო პროცესი მიუნხენში იმართება. გამომძიებლების ინფორმაციით, 48 წლის კისელიოვმა 2014 წელს გაიარა სამხედრო წვრთნა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. გერმანიაში 2017 წლის ბოლოს დაიწყეს გამოძიება კისელიოვის საქმეზე... Читать дальше...

ტრამპის ყოფილი ადვოკატი მის წინააღმდეგ კონგრესში იძლევა ჩვენებას

Radiotavisupleba.ge 

კოენი კონგრესში გამოსვლისას ტრამპს უწოდებს „რასისტს“ და „თვალთმაქცს“ და აცხადებს, რომ მის გამო იტყუებოდა და ამას დოკუმენტებით გაამყარებს.

შშმ ქალები ორმაგი წნეხის ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

ასოციაცია „დეას“ ანგარიშის თანახმად, თუ შშმ პირი თან ქალიცაა, ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. მათზე, როგორც წესი, ისევ ოჯახის წევრები ძალადობენ. ახლობლები მათ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, შეურაცხყოფას აყენებენ ექიმები და მომვლელები.

ლიბიაში გარდაცვლილ დავით რაზმაძეს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ

Radiotavisupleba.ge 

ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში სავარაუდოდ  პარასკევს ან კვირას ჩამოასვენებენ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა. მისი განმარტებით, 23 წლის ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. „ლიბიის პროკურატურამ ცხედრის გადმოსვენების ნებართვა გასცა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ლიბიის დედაქალაქში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ ავიახაზებთან, რომ გარდაცვლილის სამშობლოში ჩამოსვენების ვადები განისაზღვროს. Читать дальше...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დღეს, მთელი დღის განმავლობაში ცხინვალიდან სროლის და აფეთქებების ხმები ესმოდათ. ყველაზე კარგად სროლის ხმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგო. ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის განცხადებით, საღამოს აფეთქებების და სროლის ხმა უკვე შეწყდა, მაგრამ დღის განმავლობაში ცხინვალში მიმდინარე სამხედრო სწავლებების ექო ქართულ სოფლებშიც კარგად ისმოდა. მისი თქმით ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებენ. Читать дальше...

ზვიად კვაჭანტირაძე: „ქართული ოცნების“ დატოვება  ჩემი სუვერენული გადაწყვეტილებაა

Radiotavisupleba.ge 

„ეს არის ჩემი სუვერენული გადაწყვეტილება და ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც მსგავსი  გადაწყვეტილება მიიღეს, ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მის მიერ „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების განმარტებისას. როგორც დეპუტატი ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც პარლამენტის მცირერიცხოვან ჯგუფს პარტიის დატოვებისკენ უბიძგა, არის სასამართლოს თემა. მისივე განმარტებით... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი მეჰრიბან ალიევას შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ბაქოში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას შეხვედრა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან უშუალო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან და მადლობას უხდის მას. "...ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი, რათა მოხდეს ჩვენი ხალხის კულტურული დაახლოება, ეკონომიკურ თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი უფრო კარგად უნდა იცნობდეს ერთმანეთს..." - წერს საქართველოს პრეზიდენტი თავის ფეისბუკის გვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში მე-19 ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი კარენ ხაჩანოვის ძლევის შემდეგ, შეჯიბრება მოქმედი ჩემპიონის - ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის გარეშე დატოვა. სამსეტიანი შეხვედრის პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკით გადაწყდა, მსოფლიოს მე-18 ჩოგან ბაუტისტა აგუტის სასარგებლოდ (7:6). შემდეგ ბასილაშვილმა ჯერ 6:4 აჯობა მეტოქეს, ხოლო გადამწყვეტ სეტში - 6:3. მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის... Читать дальше...

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე EMC სასჯელის გადავადებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს მოუწოდებს, დაიცვას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უფლება და გართულებული სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიყენოს სასჯელის გადავადების კანონით გათვალისწინებული მექანიზმი. EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი სრულ გამოჯანმრთელებამდე, უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამ მოთხოვნით, ორგანიზაცია დეკანოზის სახელით, სასამართლოს უახლოეს მომავალში, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მიმართავს. Читать дальше...

"ტროლი ზღაპრის პერსონაჟია, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის"

Radiotavisupleba.ge 

"მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) "თიბისი ბანკისა" და დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გაჩაღებული კამპანიის მონიტორინგი განახორციელა და შედეგად 9 გვერდი გამოავლინა, საიდანაც 4 გვერდის ადმინისტრატორი ტროლი აღმოჩნდა.

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი განსაზღვრული არ არის

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის რეკომენდაციით აუცილებელია, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განისაზღვროს მწვანე საფარის ფართობსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული უტყუარი თანაფარდობა;


Музыкальные новости
Баста

Антон Шастун, Баста, INSTASAMKA, Влад А4 и Клава Кока показали свои первые фото в сети в рекламной кампании ВКонтакте





Rss.plus
Россия

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»




Делимханов по поручению Кадырова взял под контроль дело о сбежавшей чеченке

Зампред правительства Алтайского края Кибардин задержан в Москве

Собянин представил планы поддержки предпринимательства и развития инноваций

Путин заявил о наличии планов укреплять альянс РФ и Китая в сфере энергетики




კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტის სპიკერთან არსებული ფორმატიდან გავიდა

Radiotavisupleba.ge 

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი. განცხადება კოალიციის წევრებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათი განმარტებით, აღნიშნული ფორმატი არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომლის მიზანიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვის  უზრუნველყოფა უნდა იყოს.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,   მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“. „უმრავლესობაში კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ფიქრობს უმრავლესობის დატოვებაზე.  თუმცა, მიუხედავად რამდენიმე ადამიანის წასვლისა, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. უმრავლესობის რიგების დატოვებას არც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი გამორიცხავს. Читать дальше...

ელჩის ქართულის გაკვეთილები

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმითი ქართულ ენას სწავლობს და პერიოდულად Twitter-ის საკუთარ გვერდზე დებს ხოლმე განსაკუთრებულ ქართულ სიტყვებს ინგლისური განმარტებებით.

ბრალი დაუმძიმდა სანზონაში გარდაცვლილი ბავშვის დედას

Radiotavisupleba.ge 

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედას, ლელა ქსოვრელს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე,  ბრალი დაუმძიმდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ლელა ქსოვრელის ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ. მისი თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარესაც ჩაბარდა. ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმდა, რაც  სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 4 წლის ბავშვის  გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 22 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ... Читать дальше...

ელიზაბეთ რუდი: თვალს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ ამბავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით,  საელჩო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. ელჩის მოადგილე გამოეხმაურა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხსაც და თქვა, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისთვის: „ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი მაქვს, გაგრძელდება“, - განუცხადა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს. Читать дальше...

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს – დიადი ლიდერი ბრძანდებით, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა დაიწყო. „თქვენ დიადი ლიდერი ბრძანდებით. მივიჩნევ, რომ თქვენს ქვეყანას წარმოუდგენელი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი უსაზღვროა. ვფიქრობ, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. კიმ ჩენ ინის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მამაცობა გამოიჩინა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით. „ჩვენი ქვეყნები ერთობლივი […]



Москва

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал об уникальных составах, которые поедут по БКЛ в эти выходные



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Карди Би

«Мы все обдумываем»: Карди Би заговорила о примирении с Offset




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве пройдет заплыв «Кубок Чемпионов» от организаторов Swimcup. В старте, который пройдет в гребном канале «Москва», примут участие более 1000 пловцов

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор

ЦСКА в Петербурге обыграл "Зенит" и повел 1/2 финала Единой Лиги ВТБ


Даниил Медведев

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России