Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 14.02.2019

პომპეო: არავინ უარყოფს, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიმართა, რომ აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობის ახალი ერა“ სურს, რათა რეგიონის ქვეყნები წინ აღუდგნენ გამოწვევებს. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, ვარშავაში, მოუწოდა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს, დატოვონ ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება და განაცხადა, რომ ირანი „უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს“. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტმა... Читать дальше...

ბუმბული და მიწა კატაბალახას ფესვების ნაცვლად? – მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. მოქალაქე, რომელმაც კატაბალახას ძირები შეიძინა, შეფუთვაში მისი თქმით ქათმის ბუმბული და მიწა აღმოაჩინა.

სტოლტენბერგი: ნატო მტკიცედ ემხრობა ავღანეთის მთავრობის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში

Radiotavisupleba.ge 

ნატო ემხრობა ავღანეთის მთავრობას სრულ მონაწილეობას ავღანეთის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომელშიც ჩართულია აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადი, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ავღანეთის მთავრობის არ ყოფნა მოლაპარაკების მაგიდასთან,  ქაბულში წყენა და იმედგაცრუება გამოიწვია. თალიბანი ავღანეთის მთავრობას დასავლეთის მარიონეტად მიიჩნევს და არ სურს მასთან მოლაპარაკება. სტოლეტენბერგის თქმით, არ არსებობს მტკიცე მშვიდობის მიღწევის სხვა გზა... Читать дальше...



მამუკა ხაზარაძე: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, თავისუფლებას, ღირსებას

Radiotavisupleba.ge 

თიბისი ბანკის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლითაც მას  და მის მოადგილეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერდა.  "მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა"- ნათქვამია განცხადებაში.  მამუკა ხაზარაძე  გადაწყვეტილებას ანაკლიის პროექტს უკავშირებს და  წერს... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: TBC-სთან დაკავშირებულ პროცესს პოლიტიკური ელფერი აქვს

Radiotavisupleba.ge 

“პროცესში პოლტიკური ინტერესის არსებობის ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ 2007-2008 წლის საქმეზე ახლახან დაიწყო გამოძიება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების შესახებ. მისი თქმით, თუკი ბანკის ხელმძღვანელი პირები თაღლითურ გარიგებაზე წავიდოდნენ, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ მათ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან საფინანსო სისტემის ძირეული აუდიტი დამალულს არაფერს ტოვებს. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში... Читать дальше...

აფეთქებას ქაშმირში 44 ინდოელი პოლიციელი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას  44 პოლიციელი ემსხვერპლა ინდოეთის ქაშმირის რეგიონში. ეს იყო ბოლო ათწლეულებში ყველაზე სისხლიან თავდასხმა უშიშროების ძალებზე პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო რეგინში. ინციდენტს, სავარაუუდოდ,  დაძაბულობა მოჰყვება პაკისტანთან ურთიერთობაში. პაკისტანში დაფუძნებულმა ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჯაშ - ე- მოჰამადმა იკისრა პასუხისმგებლობა მომხდარისთვის. თავდასხმა მოხდაჯამუ-ქაშმირის მთავარ მაგისტრალზე. ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს უპირატესად მაჰმადიანებით დასახლებულ ქაშმირში მეამბოხეთა მხარდაჭერაში. Читать дальше...

აშშ-ის ჯარის გასვლას სირიიდან პუტინი, ერდოანი და როჰანი დადებით ნაბიჯად თვლიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ აშშ-ის გეგმას, გაიყვანოს თავისი ჯარი სირიიდან, დადებითი ნაბიჯია, განაცადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში გამართული სამიტის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტი მასპინძლობდა თურქ და ირანელ კოლეგებს, რეჯეპ ტაპ ერდოანსა და ჰასან როჰანის, 14 თებერვალს. პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამივე პრეზიდენტი შეთანხმდა: აშშ-ის ჯარის გასვლა სირიიდან ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზებას. პუტინის თქმით, ტრამპი ცდილობს საარჩევნო კომპანიის დანაპირების შესრულებას... Читать дальше...

TI: ძალაუფლების კონცენტრაციიდან სახელმწიფოს მიტაცებამდე - საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმები შესუსტდა

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო გამჭირვალობა (Transparency International) სპეციალურ ბლოგს აქვეყნებს „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს რეიტინგის შესახებ.



რუსეთი ჭარბწონიანობასთან ბრძოლის იაპონურ გზას შეისწავლის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველი უწყების, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ განაცხადა, რომ რუსეთი შეისწავლის იაპონიის გამოცდილებას, რომელიც ეფუძნება წელის გარშემოწერილობის ზომის შემზღუდავ კანონს ამ ქვეყანაში, სადაც  აკრძალულია 90 სანტიმეტრზე უფრო დიდ გარშემოწერილობის წელის ქონა. პოპოვას თქმით, ამავე მეთოდით ჭარბწონიანობასთან შეიძლება რუსეთშიც დაიწყონ ბრძოლა. “თუ ყოველწლიური შემოწმების დროს მოქალაქეს დაუდგინეს, რომ მისი წელის გარშემოწერილობა კანონით დადგენილ ნორმას აჭარბებს... Читать дальше...

რას ამბობს დედა, რომლის შვილიც ლადო ბედუკაძეს გაუსწორდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

კურიერმა“ ყოფილი პატიმრის დედასთან, რომელიც დღეს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, ინტერვიუ ჩაწერა. ყოფილი პატიმრის თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი ყვება, რატომ დაესხა თავს მისი შვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს. შორენა ქალდანი ამბობს, რომ დაპირისპირების ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო. დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე აწამებდა. ოჯახის მტკიცებით, […]

სიყვარული, სიყვარულმა, სიყვარულს

Radiotavisupleba.ge 

სიყვარული არის... ამ კითხვაზე ალბათ, მართლა იმდენი პასუხი არსებობს, რამდენიც ადამიანია. მათ თითქოს იციან პასუხი, მაგრამ რამდენიმეწამიანი დაფიქრება მაინც ყველას სჭირდება ხოლმე და მერე პასუხებიც მზადაა: რომ სიყვარული არის... და რომ სიყვარული იცვლება ასე... და რომ სიყვარული ჰგავს ამას და ამას... და რომ სიყვარული გვხდის ასეთად და ისეთად. რომ სიყვარულს მოაქვს ესა და ეს. და რომ, სიყვარული, უბრალოდ, არის.

CO-მ დედა-შვილი მოწამლა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა. 40-წლამდე ასაკის ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილის მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ  წყლის გამათბობლიდან ოთახში დაგროვებულმა ნახშირჟანგმა გამოიწვია.   წინასწარი ინფორმაციით, ქალი უგონო მდგომარეობაში აბაზანაში ნახეს, შვილს კი გონება არ დაუკარგავს. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კიევმა გააძევა რუსეთთან დაკავშირებული სასულიერო პირი და პასპორტი ჩამოართვა მას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა და მოსკოვთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირი ქვეყნიდან გააძევა. ამ ნაბიჯის ფონია ისტორიული განხეთქილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ სამყაროში და შედეგად, უფრო იძაბება ურთიერთობა კიევსა და მოსკოვს შორის. ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს საქმეში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩართვა, რადგან უკრაინაში დაბადებული ეპისკოპოსი, გედეონი, ერობაში, იური ხარონი, აშშ-ის მოქალაქეც უნდა იყოს. კიევში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ვერ დაადასტურა, არის თუ არა გედეონი აშშ-ის მოქალაქე. Читать дальше...

მეცნიერები სწავლობენ სიყვარულს

Radiotavisupleba.ge 

სიყვარული დაკვირვების ქვეშაა. მას სწავლობენ ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები,  ნეირობიოლოგები და ლინგვისტებიც კი. თუმცა, პასუხებთან ერთად მეცნიერებს ახალი, პასუხგაუცემელი კითხვებიც უჩნდებათ. 1975 წელს, ორმა ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ელენ ბერშაიდმადა ელეინ ჰეთფილდმა დაიწყეს კვლევა თუ რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი. გრანტი მეცნიერების ეროვნული ფონდიდან მიიღეს, რაზეც  გავლენიანი სენატორი უილიამ ფროქსმაიერი  აღშფოთდა.  სენატორი თვლიდა რომ ფედერალურ გრანტს მეცნიერები ნაკლებ საჭირო თემაზე ხარჯავდნენ. Читать дальше...

მეცნიერები სწავლობენ სიყვარულზე

Radiotavisupleba.ge 

სიყვარული დაკვირვების ქვეშაა. მას სწავლობენ ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები,  ნეირობიოლოგები და ლინგვისტებიც კი. თუმცა, პასუხებთან ერთად მეცნიერებს ახალი, პასუხგაუცემელი კითხვებიც რჩებათ. 1975 წელს, როცა ორმა ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ელენ ბერშაიდმადა ელეინ ჰეთფილდმა იმის საკვლევად თუ რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი, გრანტი მეცნიერების ეროვნული ფონდიდან მიიღეს,  გავლენიანი სენატორი უილიამ ფროქსმაიერის  აღშფოთდა.  სენატორი თვლიდა რომ ფედერალურ გრანტს მეცნიერები ნაკლებ საჭირო თემაზე ხარჯავდნენ. Читать дальше...

„თიბისი ბანკი“ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს

Radiotavisupleba.ge 

„თიბისი ბანკი“ აპირებს გააგრძელოს სასამართლო დავა 2007-2008 წელს შესრულებულ იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც კანონმდებლობის დარღვევა. განცხადება ამის თაობაზე „თიბისიმ“ 14 თებერვალს გამოაქვეყნა. „თიბისი ბანკმა“ 14 თებერვალს მიიღო ეროვნული ბანკის წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. მოთხოვნა უკავშირდება სწორედ 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს... Читать дальше...

საფრთხეებით გარემოცული ქვეყანა უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციის გარეშე

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, მათ შორის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში.

„მაგთიკომს“ ტარიფების გაზრდის უფლება არ მიეცა

Radiotavisupleba.ge 

„მაგთიკომის“ აბონენტები საკომუნიკაციო სერვისის გაძვირებას 18 თებერვლიდან  ელოდებოდნენ, თუმცა ეს არ მოხდება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, კომპანიას ტარიფების გაძვირება შეუჩერდა. „კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა... Читать дальше...


Музыкальные новости
Диана Арбенина

Хедлайнером GARAGE FEST Игора Драйв станут Диана Арбенина и «Ночные Снайперы»





Rss.plus
Чемпионат

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске




Дочь Анастасии Заворотнюк летит из Дубая к своей больной матери

На оренбургской границе 900 килограммов мёда не пропустили в Таджикистан

Баскетбольный «Зенит» проиграл ЦСКА в пятом матче полуфинала Единой лиги ВТБ

Застрелили и закопали: тело пропавшего на охоте мужчины нашли под Рязанью




TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებით იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის  2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად. ამავე განცხადებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში. Читать дальше...

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ პრეზიდიუმის სხდომის თარიღი დაასახელა. ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდიუმის წევრები 23 თებერვალს 15:00 საათზე შეიკრიბებიან ვაკეში მდებარე ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში. სხდომის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი თბილისის სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტი იქნება. პრეზიდიუმის 36 წევრი იმსჯელებს საკითხზე, რომელზეც პარალელურად გამოძიებაც მიმდინარეობს, ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის მიერ ბერძნულ-რომაული... Читать дальше...

პუტინი, ერდოანი და როჰანი სოჭში სირიის მომავლის გეგმებზე მსჯელობენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა თურქ და ირანელ კოლეგებს, გააგრძელონ მუშაობა „აქტიურად და თანმიმდევრულად“ ომით დანგრეული სირიის სტაბილიზაციის გეგმებზე მას მერე, რაც აშშ-ის ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. პუტინმა 14 თებერვალს განაცხადა ამის შესახებ სოჭში, სადაც ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მასპინძლობს. სამიტი პუტინის და ერდოანის ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. კრემლის თანახმად, სამი ქვეყნის... Читать дальше...

სასულიერო აკადემიამ პედაგოგი დასაჯა: კრიტიკა თუ ცილისწამება?

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობის უფლება ჩამოერთვა გოჩა ბარნოვს.

ორჯერ დამწვარი “ქალაქის გული”

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 14 თებერვალს მორიგი ხანძარი გაჩნდა. დამწვარია სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ 150-200 კვადრატული მეტრი სასაწყობო ფართი. საწყობებში მეორადი ტანსაცმელი და სათამაშოები ინახებოდა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, არც ხანძრის მიზეზი. ხანძარი ცენტრის მე-3 სართულზე გაჩნდა. დღის ბოლოს პირველ და მეორე სართულებზე ვაჭრობა ისევ განახლდა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ცენტრი სრულად იყო დაზღვეული და ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. რაც შეეხება უშუალოდ მოვაჭრის დანაკარგს... Читать дальше...

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, დატოვონ ირანთანბირთვული შეთანხმება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მოუწოდა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს, დატოვონ ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება და განაცხადა, რომ ირანი „უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს“. პენსმა 14 თებერვალს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ვარშავაში, უთხრა, რომ ვაშინგტონის „ზოგიერთი“ „წამყვანი პარტნიორი ევროპაში“ უარს ამბობს თანამშრომლობაზე, როცა საქმე ეხება ირანთან კონფრონტაციას. “მათ მოახერხეს შეემუშავებინათ მექანიზმები, რათა გვერდი აევლოთ ირანის წინააღმდეგ ჩვენს მიერ დაწესებულისანქციებისთვის“... Читать дальше...



Москва

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

“У меня тоже была депрессия после того, что ты сделал своими руками!” Дава разоткровенничался перед Ольгой Бузовой в шоу “Сокровища императора” на ТНТ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве пройдет заплыв «Кубок Чемпионов» от организаторов Swimcup. В старте, который пройдет в гребном канале «Москва», примут участие более 1000 пловцов

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор


WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Ъ»: членам ЧВК ЕНОТ грозит 12–17 лет лишения свободы за участие в ОПГ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России