Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 12.02.2019

მაკედონიას ოფიციალურად დაერქვა „ჩრდილოეთი მაკედონია“

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას ოფიციალურად დაერქვა „ჩრდილოეთი მაკედონია“, რასაც ითვალისწინებს საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმება. სახელწოდების გამო საბერძნეთთან დავა მრავალი წელი აფერხებდა ნატოსა და ევროკავშირში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის გაწევრიანებას.

მაიკ პომპეო: პუტინი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ქვეყნებს მთელ მსოფლიოში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ქვეყნებს მთელ მსოფლიოში. პომპეომ ბრატისლავაში ვიზიტით გააგრძელა ევროპული ტურნე, რომლის ამოცანებს შორის არის რეგიონზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეკავება. სახელმწიფო მდივანმა ბრატისლავაში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში. მანვე ჩინეთზე თქვა, რომ საჭიროა თავის დაცვა პეკინის ეკონომიკური და სხვა სახის ძალისხმევისაგან... Читать дальше...

ქურქი გაიხადე

Radiotavisupleba.ge 

რუს ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას ექსპრესიული რეაქცია ჰქონდა აფხაზეთში ლეოპარდის სიკვდილზე. მის პოსტს აფხაზი მომხმარებლების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელებში.



გარდაიცვალა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, სიბღათულა მოჯადედი

Radiotavisupleba.ge 

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ავღანეთში საბჭოთა ჯარებთან მებრძოლი მუჯაჰედების სარდალი და ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, სიბღათულა მოჯადედი. მოჯადედი „სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებდა“ ყველა სახელმწიფო საკითხთან მიმართებით და მისი მემკვიდრეობა ავღანეთის ისტორიის ნაწილი დარჩება, წერს ტვიტერში ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, აბდულა აბდულა. საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ მრავალწლიან ამბოხებაში, მოჯადედი ხელმძღვანელობდა „ავღანეთის ეროვნული განთავისუფლების ფრონტს“. Читать дальше...

ქუთაისი: „ქურდული კონტრკულტურა“

Radiotavisupleba.ge 

„კეთილშობილი ყაჩაღის“ მოთხოვნილება ყოველთვის იყო საქართველოში და თუ ქუთაისი დიდი მხატვრების, პოეტების, მუსიკოსების და რეჟისორების ქალაქია, რატომაც არ უნდა იყოს „ქურდების ქალაქი“? „ანარეკლებში" - საუბარი ქუთაისელ მეგობრებთან, რომლებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობენ „ქურდების" ქუთაისში.

დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს. როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დაკავებული დ.ვ. იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, რომელიც ხილიანზე 13 თებერვალს დაიწვა. 1989 წელს დაბადებული დ.ვ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე... Читать дальше...

აშშ-ის კონგრესის წევრმა ბოდიში მოიხადა ანტისემიტური გამონათქვამისათვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ილხან ომარმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ტვიტერში გამოთქმული მოსაზრებისათვის, რომ ლობისტური ორგანიზაცია ფულს უხდის კონგრესის წევრებს ისრაელის მხარდაჭერისათვის. ომარი მიეკუთვნება მუსლიმ ქალებს, რომლებიც შარშან შემდგომაზე პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრებად. „ანტისემიტიზმი რეალობაა და მე მადლობელი ვარ ჩემი ებრაელი მოკავშირეებისა და კოლეგებისა, რომლებმაც მიამბეს ანტისემიტური გამონათქვამების მტკივნეულ ისტორიაზე“, განაცხადა ომარმა. წარმომადგენელთა... Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება უკრაინელი მეზღვაურების წინასწარი პატიმრობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტესთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების - კერძოდ, 24 კაციდან ოთხის - წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ. გასულ თვეში მოსკოვის ლეფერტოვოს სასამართლომ გააგრძელა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული მეზღვაურების წინასწარი პატიმრობის ვადა. 7 თებერვალს სასამართლომ უარყო ოთხი მეზღვაურის სარჩელი პატიმრობის გაგრძელების წინააღმდეგ. მომდევნო დღეებში განიხილავენ დანარჩენი უკრაინელი მეზღვაურების სარჩელებსაც. რუსეთს მეზღვაურები... Читать дальше...



ხილიანზე დამწვარი სახლის მფლობელი ქალი ცოცხალია

Radiotavisupleba.ge 

არ დასტურდება ვარაუდი ხილიანზე დამწვარ სახლში მცხოვრები ქალის  გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა შს სამინისტროს ცნობით, ცხედარი არ არის აღმოჩენილი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30-50 კვ.მ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება მეზობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას. ქალი სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი. Читать дальше...

შსს-ში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა ბაზა შეიქმნება

Marshalpress.ge (მარშალ) 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებთა დეპარტამენტში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

ხილიანზე სახლი შესაძლოა მისმა მფლობელმა დაწვა

Radiotavisupleba.ge 

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლების ვარაუდით, ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. მათი თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, აგრესიულობით გამოირჩეოდა და საკუთარ სახლს ცეცხლი შარშანაც განზრახ გაუჩინა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება მეზობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალი გარდაცვლილი იყოს, თუმცა ცხედრის საძიებო სამუშაოები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს. ... Читать дальше...

ხილიანზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

Radiotavisupleba.ge 

ხილიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ცეცხლი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა განახლდა - რას მისცემს ეს მოსახლეობას

Radiotavisupleba.ge 

მცხეთის მიწათსარგებლობის ერთი გენერალური გეგმა უკვე ჩავარდა. ახალი წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს. ხელმეორედ წამოწყებული პროცესი ჯერ ისევ ბუნდოვანია და ადგილობრივების შიშებს ვერ ფანტავს.

დელის სასტუმროში ხანძარმა შეიწირა, სულ ცოტა, 17 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა დედაქალაქ დელის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად. პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი 12 თებერვლის დილას გაჩნდა „არპიტ პალას ჰოტელში“. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხუთსართულიანი შენობიდან გამოიყვანეს 35 ადამიანი. ხანძრის მიზეზები ჯერ არ დაუდგენიათ. უსაფრთხოების დაბალი სტანდარტები და წესების არასათანადოდ დაცვა ხშირად იწვევს ხანძრებს ინდოეთში.

საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების შემოწმების ახალი ეტაპი იწყება

Radiotavisupleba.ge 

ამ კვირიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით იწყებს შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას.

გარდაიცვალა ავღანეთში საბჭოთა ჯარების „მუსლიმური ბატალიონის“ სარდალი

Radiotavisupleba.ge 

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ავღანეთში საბჭოთა ჯარების „მუსლიმური ბატალიონის“ სარდალი, გადამდგარი პოლკოვნიკი ბორის კერიმბაევი. მან სახელი გაითქვა 1981-1983 წლებში, როცა სათავეში ედგა საბჭოთა არმიის 177-ე სპეციალურ ბატალიონს, რომელიც ყაზახეთში შეიქმნა და შედგებოდა, უმეტესწილად, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელი ჯარისკაცებისაგან. კერიმბაევს მაშინ მაიორის წოდება ჰქონდა და საბჭოთა ჯარებთან მებრძოლ მუჯაჰედებში ცნობილი იყო, როგორც „კარა“ (შავი) მაიორი. 1982 წელს მისმა ჯგუფმა ცეცხლის შეწყვეტაზე... Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ 7 მარტამდე დააკავა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ 7 მარტამდე დააკავა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი აზატ მიფტახოვი. ის ეჭვმიტანილია 2018 წელს მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. მაშინ უცნობმა პირებმა შუშა გატეხეს და შენობაში აალებადი ნივთიერება შეაგდეს. მიფტახოვს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობაში სდებენ ბრალს. ეჭვმიტანილმა ითხოვა, შინაპატიმრობაში მოათავსონ. ის თავს ბრალდებულად არ მიიჩნევს. ცეცხლის წაკიდების შესახებ საქმე აღიძრა გასული წლის 31 იანვარს, მაგრამ ის შეწყდა ეჭვმიტანილთა არარსებობის გამო. Читать дальше...

რეფორმის განმავლობაში მიწის მხოლოდ 9%-ია რეგისტრირებული

Radiotavisupleba.ge 

მიწის რეგისტრაციის  შუალედური შედეგებით,  რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში გამარტივებული პროცედურებით წარმატებით დარეგისტრირდა 600 000 განაცხადზე მეტი


Музыкальные новости
Концерт

Концерт-телепремьера «Шаляпин и Рахманинов в Кисловодске» состоится на выставке-форуме «Россия»





Rss.plus
Арцах

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео




Baza: в Новой Москве жильцы поймали предполагаемого педофила

Чемпионат профмастерства для учеников с ОВЗ стартовал в Подмосковье

Собянин заявил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис Москва»

NYT раскрыла планы США о размещении оружия против спутников в космосе




სტოლტენბერგი: რუსეთი განაგრძობს თავისი 9M729 ფრთოსანი რაკეტის განვითარებასა და განლაგებას

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი განაგრძობს თავისი 9M729 ფრთოსანი რაკეტის განვითარებასა და განლაგებას, რაც არღვევს ცივი ომის დროს ხელმოწერილ საკვანძო მნიშვნელობის ხელშეკრულებას. ეს განცხადება სტოლტენბერგმა 12 თებერვალს გააკეთა, მანამდე ორი დღით ადრე კი გერმანიის პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ რუსეთმა რაკეტები უფრო მეტ ადგილას განათავსა, ვიდრე ადრე იყო ცნობილი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ალიანსი მოითათბირებს, რა ნაბიჯები გადადგას იმისთვის... Читать дальше...

კრემლი კომენტარს არ აკეთებს ნიკოლას მადუროს განცხადებაზე რუსეთისგან სარაკეტო დანადგარების შეძენის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სიტყვებზე „რუსული წარმოების ‘მიწა-ჰაერი’ კლასის ათასი სარაკეტო დანადგარის“ შესყიდვის თაობაზე. „ამას უკომენტაროდ დავტოვებ“, თქვა პესკოვმა ჟურნალისტების თხოვნაზე, დაედასტურებინა ან უარეყო ცნობა, რომელიც მადურომ გამოაქვეყნა ტვიტერში. ამავე დროს ვენესუელის ოპოზიციის მომხრეები ემზადებიან, კვლავ გავიდნენ ქუჩებში, რათა გააგრძელონ მადუროზე ზეწოლა და მოუწოდონ მას, საზღვარზე გაატაროს ჰუმანიტარული დახმარება. Читать дальше...

შსს სექსუალურ მოძალადეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის და კანონს ამკაცრებს

Radiotavisupleba.ge 

არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე კანონი მკაცრდება - ამის შესახებ 12 თებერვალს შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა უწყების ადამიანის უფლებათ დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ. ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 2018 წელს სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტის ჩადენის გამო  116 პირი გამოავლინეს. მათგან 86 ადამიანი ამხილეს 16 წლამდე ასაკის მოზარდებთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში. შსს-ში ასევე აღნიშავენ, წინა წლებთან შედარებით, 2018-ში მნიშვნელოვნად ... Читать дальше...

თურქეთის ხელისუფლებამ ათასზე მეტი ადამიანის დაპატიმრების სანქცია გასცა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ხელისუფლებამ სანქცია გასცა ათასზე მეტი ადამიანის დაპატიმრებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რადიკალურ სასულიერო მოღვაწე ფეთულა გიულენთან. ტელეკომპანია CNN Turk-ის ცნობით, ეჭვმიტანილთა უმრავლესობა ანკარაში იმყოფება, მაგრამ პოლიციის ოპერაცია ტარდება ქვეყნის 76-ვე პროვინციაში. 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთში 80 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. კიდევ 150 ათასმა სახელმწიფო მოხელემ და სამხედრომ დაკარგა სამსახური. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის კრიტიკოსები... Читать дальше...

ჩუბჩიკას პოლიტიკური პლაკატები - ნახე პირველად

Radiotavisupleba.ge 

პლაკატზე რომელიც თითქმის ნახევარ კედელს ფარავს ხმამაღალი ლოზუნგია მიწერილი: „ნუ შეგეშინდება სიმართლის თქმის!“, იქვე კი ციცქნა ფიგურა დგას, ნაცნობი პროფილით და მოკიდებული ჩიბუხით.



Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис Москва»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певец

Певец Юрий Лоза признался, что получает базовую пенсию в размере 16 тыс. рублей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Локомотив» и воронежский «Факел» сразятся на столичной «РЖД Арене»

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян

Кто создает «креативный код» страны?


WTA

Соболенко вышла в финал турнира WTA-1000 в Риме, в двух сетах обыграв Коллинз



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

"Цена взлетит в небо": эксперт призывает россиян заранее купить это



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России