რუსეთმა შეაჩერა სარაკეტო განიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობა
აშშ-ის ნაბიჯის პასუხად, რუსეთმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა საშუალო და შორი რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებაში და არ აპირებს გამოვიდეს განიარაღების შესახებ ახალი ინიცატივით. "დაველოდებით, ვიდრე ჩვენი პარტნიორები არ იქნებიან მზად, რომ აწარმოონ ჩვენთან თანასწორუფლებიანი და საგნობრივი დიალოგი ამ უმნიშვნელოვანეს თემატიკაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 2 თებერვლას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დროს.
წინა დღით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ 2 თებერვლიდან ვაშინგტონი იწყებს სარაკეტო იარაღის შეზღუდვის შესახებ, 1987 წელს რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამოსვლას. აშშ-ი მიიჩნევს, რომ რუსული რაკეტა 9М729 „ნოვატორი“, რომლის მთელი დივიზონიც განალაგა ცოტა ხნის წინ რუსეთმა ევროპის საზღვათან ახლოს, არღვევს საერთაშორისო შეთანხმების პირობებს.
ამასთან, შეთანხმების შენარჩუნებას ემხრობიან აშშ-ის მოკავშირეები. კერძოდ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც განაცხადა, რომ „გააკეთებს ყველაფერს“, შეთანხმების შესანარჩუნებლად.
განიარაღების შეთანხმების შეჩერების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებებმაც.
2 თებერვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პუტინთან შეხვედრაზე განცხადა, რომ აშშ-ი 1999 წლიდან არღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პირობებს, რაც საფრთხეს უქმნის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ არსებულ საერთაშორისო შეთანხმებას.